საწარმოში ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს წარმოებული სამკურნალწამლო საშუალებების ხარისხის კონტროლი. მიზნის მისაღწევად წარმოებაში მუდმივად ხორციელდება შემდეგი სახის ანალიზები:
- ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, დამხმარე ნივთიერებებისა და მასალების შესაბამისობის ანალიზი ევროპული სტანდარტების მიხედვით
- მედიკამენტების წარმოების სტადიური კონტროლი
- მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
ლაბორატორიის პერსონალს წარმოადგენს შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომლებიც მუდმივად გადიან ტრეინინგს ანალიზის ახალ ქიმიურ, ბიოლოგიურ და ინსტრუმენტულ მეთოდებთან დაკავშირებით.