მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
პარაცეტამოლი 500 მგ #10 ტაბ
  წამლის ფორმა: ტაბლეტები;

ქიმიური სახელწოდება: N-(4-ჰიდროქსიფენილ) აცეტამიდი;

ფორმულა: C8H9NO2.
ათქ კოდი: N02BE01.
აღწერა: თეთრი ფერის, სუსტი მომჟავო გემოს მქონე ბრტყელცილინდრული ფორმის ნაჭდევიანი ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არანარკოტიკული ანალგეზური, სიცხის დამწევი საშუალება.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა: პარაცეტამოლი - 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი; კალციუმის სტეარატი ან მაგნიუმის სტეარატი; აეროსილი, ტალკი.                             

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პარაცეტამოლი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეზურ საშუალებას, ახდენს ციკლოოქსიგენაზას ბლოკირებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ტკივილისა და თერმორეგულაციის ცენტრებზე ზემოქმედებით. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და უმნიშვნელოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; პრეპარატი არ იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, უპირატესად ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე ზეგავლენით. პრეპარატი ეფექტურია ტკივილის დროს, რომელიც არ არის ანთებით გამოწვეული.
ფარმაკოკინეტიკა: პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ; პარაცეტამოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 საათს. სისხლის პლაზმის ცილებს იგი უკავშირდება ნაკლები ხარისხით, მეტაბოლიზირდება ღვიძლში. წარმოქმნილი კონიუგატები გამოიყოფა შარდით. ბავშვებში, ახალშობილებსა და მოზრდილებში პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა ანალოგიურია.

ჩვენებები: ტემპერატურის მომატება გაცივების ან ინფექციური დაავადებების ფონზე; ტკივილის სინდრომი (სუსტი და ზომიერი ინტენსივობის); ართრალგია; მიალგია, ნევრალგია; შაკიკი; კბილის და თავის ტკივილი. 

უკუჩვენებები:

  • ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები.
  • სისხლის სისტემის დაავადებები.


დოზირება და მიღების ხერხები: პერორალურად: მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში 0,5 - 1 გ მაქსიმუმ 4-ჯერ დღე-ღამეში; მაქსიმალური დღიური დოზა - 4 გ, მკურნალობის კურსი -5-7 დღე. 6-12 წლის ბავშვებში - 250-500 მგ, 1-6 წლის ბავშვებში - 120-250 მგ, 3 თვიდან 1 წლამდე - 60 - 120 მგ მაქსიმუმ 4-ჯერ დღე-ღამეში სამი დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:  აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი მუცლის არეში, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ცხელება, კვინკეს შეშუპება); ლეიკოპენია. ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ დოზებში - ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:  აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის ნაწარმების) ეფექტს და ჰეპატოტოქსიური პრეპარატებით ღვიძლის დაზიანების ალბათობას. მეტოკლოპრამიდი ზრდის, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს  მისი შეწოვის ინტენსივობას. ბარბიტურატები ამცირებენ სიცხისდამწევ აქტივობას. სპირტი აჩქარებს პარაცეტამოლის შეწოვას.

ორსულობა და ლაქტაცია:  პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში პარაცეტამოლის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკუნალობის განმავლობაში ბავშვს უნდა შეუწყდეს დედის რძით კვება.  

დოზის გადაჭარბება: პირველი 24 საათის განმავლობაში - კანის საფარველის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება. 2 დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოვლენა, რაც დაკავშირებულია ტოქსიკური მეტაბოლიტის დაგროვებასთან, რომელიც პარაცეტამოლის მიღებისას თერაპიულ დოზებში ინაქტივირდება გლუტათიონთან კონიუგაციის ხარჯზე. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის დანიშვნა, აცეტილცისტეინის და მეთიონინის შეყვანა.

სიფრთხილე: დოზის გადაჭარბების რისკი იზრდება არაციროზული ხასიათის ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მქონე ავადმყოფებში.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგით ფორმირებულ ბლისტერის შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი''.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 59-57-90, 59-64-46



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved