მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოსორბი #20 კაფს
 ენტეროსორბენტი
წამლის ფორმა: კაფსულები.

შემადგენლობა:  გ/1 კაფს:
ალუმინის და მაგნიუმის სილიკატების ნარევი - 0,5 გ; აეროსილი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფოროვანი თიხა, თავისი სტრუქტურული აგებულებიდან გამომდინარე, იწოვს სითხესა და გაზებს. იწვევს ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების აბსორბციას, ახდენს ჭარბი გაზისა და სითხისაგან განთავისუფლებული ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის ნორმალიზაციას.

ჩვენება:
•    გაზების წარმოქმნა;
•    მეტეორიზმი, აეროფაგია;
•    ფლატულენცია (ნაწლავებში გაზის დაგროვება);.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება:
თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში; სასურველია პრეპარატის დილით მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა - 1 თვე;

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას.

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა  ბლისტერზე. ორი ბლისტერი მუყაოს  კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.


აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.


"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved