მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
მიკოდერმი 15გ აეროზოლი
 

გამოყენების ინსტრუქცია

მიკოდერმი


წამლის ფორმა: აეროზოლი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერილობა: გამჭვირვალე მოყვითალო ფერის სითხე, სპეციფიკური სუნით.

შემადგენლობა:
რეზორცინი - 0,0696გ;
ბორის მჟავა _ 0,00696გ;
კარბოლის მჟავა _ 0,0348გ.

 
დამხმარე ნივთიერებები :
პოლიესტერამიდი _ 1,05გ;
96%-იანი ეთილის სპირტი  _ 15 გ-მდე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური და ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
,,მიკოდერმი" წარმოადგენს სამკურნალო საშუალების: ,,კასტელანი"-ს და ბიოდეგრადირებადი პოლიმერული ნაერთის - პოლიესტერამიდის კომბინირებით მიღებულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური მოქმედება.
პრეპარატის ანტიმიკრობულ და ფუნგიციდურ მოქმედებას განსაზღვრავს კარბოლის მჟავა, რეზორცინი, ბორის მჟავა.
,,მიკოდერმი"-ს შემადგენლობაში შედის პოლიმერი-პოლიესტერამიდი _ ბიოდეგრადირებადი, ბიოშეთავსებადი ნაერთი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ამინომჟავებად. პრეპარატის სხეულის ზედაპირზე შეფრქვევის და სპირტის აორთქლების შემდეგ, წარმოიქმნება პოლიესტერამიდის აპკი. ის მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს და ხასიათდება ბაქტერიოციდული აქტივობით, ასევე აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის, ეპითელიზაციის პროცესებს, ხსნის ქავილის შეგრძნებას. ამავე დროს, პოლიესტერამიდი უზრუნველყოფს ,,მიკოდერმ''-ში შემავალი ნივთიერებების დოზირებულ გამოყოფას, რაც ახანგრძლივებს სამკურნალო ეფექტს.
ანტიმიკოზური და ბაქტერიოციდული მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებისა და პოლიესტერამიდის თანხვედრილი მოქმედება განაპირობებს მდგრად ჯამურ, პროლონგირებულ თერაპიულ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა: შეწოვის შემდეგ ფენოლური ნაერთები ღვიძლის ფერმენტული სისტემების ზემოქმედებით გარდაიქმნება უვნებელ, წყალში ხსნად ნაერთებად. ხსნადი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენება:
მიკოზები: კერატომიკოზი, დერმატომიკოზი, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი), კანდიდოზი;

უკუჩვენება:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
  • ქრონიკული ალერგიული დერმატოზი.
  • ფენილკეტონურია (პრეპარატი შეიცავს ფენილალანინს);
  •  ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევები.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
ლორწოვან გარსზე დატანისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, თუმცა ეს შეგრძნებები ხანმოკლეა და ქრება რამდენიმე წამში სპირტის აორთქლების შემდეგ.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დერმატიტი და ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზირება:
აეროზოლის ბალონიდან დაზიანებულ უბანზე ხსნარის შეფრქვევა ხდება დღეში ერთხელ (სასურველია დაბანის შემდეგ).
დაზიანებული ზედაპირის ჰიგიენური დამუშავების შემდეგ საჭიროა პრეპარატის განმეორებითი შეფრქვევა (მკურნალობის პროცესში დაზიანებული ადგილი მუდმივად უნდა იყოს დაფარული ,,მიკოდერმი"-ს სამკურნალო აპკით). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1_2 კვირა.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და გაგრძელდეს პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ჭარბი დოზირება: არ არის გამოვლენილი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 15გ ხსნარი 30მლ მოცულობის გამფრქვევი მოწყობილობით აღჭურვილ პოლიეთილენის ბალონებში.
მეორეული შეფუთვა: ბალონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი:
შ.პ.ს ,,ნეოფარმი'' ,,პოლიმერფარმი''-სთვის.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 59-57-90, 59-64-46. 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved