მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეობილი ფორტე #20 კაფ
ნაღვლმდენი საშუალება

შემადგენლობა: უკვდავას ყვავილებისგან მიღებული ფლავონოიდების ჯამი - 0,3გ; პიტნის ზეთი – 0,001 გ; ასკილის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი - 0,099 გ;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ნარინგენინი, აპიგენინი, ქვერცეტინი, რუტინი, კემპფეროლი), მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს (K, ჩ, P, B ჯგუფი), მიკროელემენტებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ნაღვლმდენი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აქვეითებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს; არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ნახშირწყლების ცვლას. ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების მიმართ.

ჩვენება:
• ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
• სანაღვლე გზების დისკინეზია;
• ჰეპატიტი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა.

უკუჩვენება: ოქსალატურია;

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-დან 20 დღემდე;

განსაკუთრებული მითითებები: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. 

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა:  10 კაფსულა  ბლისტერზე. ორი ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი;
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III  - გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved