მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ენალაპრილი ნეო 10მგ #20 ტაბ
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი.

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: ენალაპრილის მალეატი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა: ენალაპრილი ზემოქმედებას ახდენს რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. ენალაპრილის მალეატი პრომედიკამენტია, რომლის ჰიდროლიზის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი – ენალაპრილატი. ენალაპრილატი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს, რაც იწვევს რენინის აქტივობის გაზრდასა და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის წარმოქმნის შემცირებას. ამის შედეგად მცირდება პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინაღობა, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, პრე- და პოსტდატვირთვა მიოკარდზე. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა კორონარულ სისხლძარღვებსა და თირკმელებში.
ხანგრძლივი გამოყენებისას ენალაპრილი ამცირებს მიოკარდიუმისა და რეზისტენტული ტიპის არტერიების კედლების ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლით მომარაგებას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ჰიპოტენზიური მოქმედება იწყება პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 4-6 საათის შემდეგ. ენალაპრილით მკურნალობის შეწყვეტას არ მოჰყვება არტერიული წნევის მკვეთრი აწევა.
ზემოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზაზე. რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ჰიპოტენზიური მოქმედება და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღების შემდეგ შეიწოვება პრეპარატის 60%. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას აბსორბციის ხარისხზე. ენალაპრილის დაახლოებით 50% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის, ენალაპრილატის წარმოქმნით, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 3-4 სთ-ის შემდეგ. ენალაპრილი ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, გარდა ჰემატოენცეფალური ბარიერისა, მცირე რაოდენობა გადის პლაცენტაში და ხვდება დედის რძეშიც. სისხლში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 მიღების შემდეგ.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 11სთ-ს. უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით (60% - 20% ენალაპრილის და 40% ენალაპრილატის სახით), ნაწლავების მეშვეობით - 33% (6% ენალაპრილის და 27% ენალაპრილატის სახით).
ელიმინაციის პერიოდია 30-35 სთ. 

ჩვენებები: 
• ესენციური ჰიპერტენზია;
• რენოვასკულური  ჰიპერტენზია;
• გულის უკმარისობა;
• დიაბეტური ნეფროპათია;
• მიოკარდიუმის კორონარული იშემიის პროფილაქტიკა პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით.

უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილისა  და აგფ-ის სხვა ინჰიბიტორების მიმართ;
• ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან;
• პორფირია;
• ორსულობა;
• ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა და მოზრდილთა ასაკი 18 წლამდე;
• ღვიძლის  დაავადებები;
• თირკმლის არტერიის ერთ ან ორმხრივი სტენოზი;
• პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.

მიღების წესი და დოზირება:
,,ენალაპრილი ნეო” გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არტერიული ჰიპერტენზია: საწყისი დოზა შეადგენს 10-20მგ-ს (1-2 ტაბლეტი) არტერიული ჰიპერტენზიის სიმძიმის ხარისხის მიხედვით და ინიშნება 1-ჯერ დღეში. მსუბუქი ჰიპერტონიის დროს მიიღება 10 მგ (1 ტაბლეტი), სხვა შემთხვევაში  - 20მგ (2 ტაბლეტი) დღე-ღამეში. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მაქსიმალური  სადღეღამისო დოზაა 40 მგ.
რენოვასკულური ჰიპერტენზია: თერაპია იწყება 2,5-5 მგ-ით (1/4 – 1/2 ტაბლეტი), შემდეგ ხდება დოზის თანდათანობით მომატება საჭიროების მიხედვით. ჩვეულებრივ, ეფექტური დოზაა 20მგ დღეში. თუ ,,ენალაპრილი ნეო”-ს დანიშვნამდე პაციენტი მკურნალობდა დიურეზულებით, საჭიროა ან მათი მიღების შეწყვეტა 2-3 დღით ადრე ან მკურნალობის დაწყება 5მგ დოზით (ჰიპოტენზიის განვითარების თავიდან ასაცილებლად). 
გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქცია: საწყისი დოზაა 2,5მგ (1/4 ტაბლეტი). პრეპარატის დოზა თანდათან შეიძლება გაიზარდოს შემანარჩუნებელ სადღეღამისო დოზამდე - 20 მგ-მდე (1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).
დიაბეტური ნეფროპათია: ნორმალური წნევის დროს ინიშნება 2,5-5 მგ (1/4 – 1/2 ტაბლეტი) დღე-ღამეში, მომატებული არტერიული წნევის დროს დოზის შერჩევა ხდება ისე, როგორც არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (ჩL 30მლ/წთ-ზე ნაკლები) და იმყოფებიან დიალიზზე: საწყისი დოზაა 2,5 მგ (1/4 ტაბლეტი) დღეში. დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ დიალიზის შემდეგ. შემანარჩუნებელი დოზაა 5მგ (1/2 ტაბლეტი) დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10მგ-ს (1 ტაბლეტი).

გვერდითი მოვლენები: ,,ენალაპრილი ნეო” კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად, დროებითი ხასიათისაა და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
,,ენალაპრილი ნეო”-ს მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, ასთენია, იშვიათად - უძილობა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია, წონასწორობის დარღვევა, ხმაური ყურებში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, იშვიათ შეთხვევაში - ტკივილი მკერდის არეში, სტენოკარდია, გულის რიტმის დარღვევა. რისკ ჯგუფის პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ინფარქტი ან ინსულტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ბრონქოსპაზმი, რინორეა,  დისპნოე, სინუსიტი, რინიტი.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა (ლითონის გემო), იშვიათ შემთხვევაში - გლოსიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ანგიონევროზული შეშუპება.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა ჰიპერკალიემიის, ჰიპონატრიემიის განვითარება, ჰემატოკრიტის შემცირება.
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: იშვიათად მაღალი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს იმპოტენცია.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
გულის მძიმე უკმარისობით დაავადებულებს შეიძლება განუვითარდეთ სიმპტომური ჰიპოტენზია შარდმდენების მიღებით გამოწვეული ჰიპონატრიემიის და თირკმელების უკმარისობის გამო. ასეთი პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ დოზის შეცვლისას. წნევის მკვეთრი დაქვეითების შემთხვევაში პაციენტი უნდა დაწვეს და საჭიროებისას უნდა გადაესხას ფიზიოლოგიური ხსნარი.
სიმპტომური ჰიპოტენზია ხშირად ვითარდება შარდმდენების მიღებით გამოწვეული ჰიპოვოლემიის, დიარეის ან ღებინების ფონზე.
ნორმალური და დაბალი არტერიული წნევით მიმდინარე გულის უკმარისობისას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
ზოგ პაციენტს ჰიპოტენზიის ფონზე უვითარდება შექცევადი თირკმელების მწვავე უკმარისობა, აღენიშნება კრეატინინის და შარდოვანას მომატება სისხლში.
,,ენალაპრილი ნეო”-ს, ისევე როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახის, ტუჩების, ენის, კიდურების ანგიონევროზული შეშუპება. ამ დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ანტიჰისტამინური საშუალების დანიშვნა. სასუნთქი გზების დახშობის შემთხვევაში ინტრავენურად შეჰყავთ ადრენალინი.
,,ენალაპრილ ნეო”-თი მკურნალობის პერიოდში ჰიპოსენსიბილიზაცია იწვევს ანაფილაქსურ რეაქციას, რის გამოც სასურველია ჰიპოსენსიბილიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე დროებით მოიხსნას ,,ენალაპრილი ნეო”.
,,ენალაპრილი ნეო”-თი მკურნალობის პერიოდში საჭიროა კალიუმის დონის კონტროლი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება:
სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად მიღებისას ძლიერდება ჰიპოტენზიური მოქმედება.
დიურეზულ საშუალებებთან ერთად მიღებისას თერაპიის დასაწყისში ვითარდება გამოხატული ჰიპოტენზია.
ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ პრეპარატებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს ენალაპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი.
კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, რადგან ენალაპრილი ამცირებს ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას.
ლითიუმის მარილებთან ერთად მიღებისას მცირდება ლითიუმის გამოყოფა (საჭიროა პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი).
ალოპურინოლთან, ნოვოკაინამიდთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ციტოსტატურებთან ერთად მიღებისას იზრდება სისხლის პარამეტრების ცვლილების რისკი (ლეიკოპენია, ნეიტროპენია).
ციმეტიდინი ახანგრძლივებს ,,ენალაპრილ ნეო”-ს მოქმედებას.
ინსულინთან ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას აუცილებელია ამ უკანასკნელთა დოზის კორექცია, ვინაიდან ,,ენალაპრილ ნეო” მოქმედებს ქსოვილების მიერ შაქრის ათვისებაზე.
სანარკოზე საშუალებებთან ერთად მიღება აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს.
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.
მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: წამლის მიღებიდან დაახლოებით 6 საათში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება კოლაფსის, მიოკარდიუმის ინფარქტის, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის, თრომბოემბოლიური გართულებების განვითარებამდე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა თუ პრეპარატი ახალი მიღებულია, ინტრავენურად იზოტონური ხსნარის ინფუზია. ორგანიზმიდან ენალაპრილის ელიმინაცია შესაძლებელია დიალიზით.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ,,ენალაპრილი ნეო”-ს მიღების შემდეგ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, ვინაიდან შესაძლებელია ისეთი რეაქციების განვითარება, რაც გამოიწვევს ყურადღების გაფანტვას.

შეფუთვა:  10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
                  
შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved