მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
პეტაქოლი #30 ტაბ
ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური საშუალება

შემადგენლობა:   მგ/ტაბ.
კურკუმინი  – 150მგ. 
ყურძნის ექსტრაქტი  – 150მგ. 
თაფლის ექსტრაქტი  – 100მგ.

არააქტიური ნივთიერებები:
პოლივინილპიროლიდონი  _ 5 მგ. 
სახამებელი  _ 60 მგ;
კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი _ 5 მგ.

ტალკი  _ 10 მგ. 

              
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კურკუმინი წარმოადგენს მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მიიღება ზაფრანას (ჩროცუს სატივუს L.;) ფესვის ექსტრაქტიდან და ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება. კურკუმინს ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება (ღვიძლის დაავადებების, მათს შორის ღვიძლის ალკოჰოლური, წამლისმიერი და ვირუსული ხასიათის დაზიანებების დროს), თრგუნავს ჰელიკობაქტერიების გამრავლებას (კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და გასტრიტის დროს), არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას (დიაბეტის დროს) და ქოლესტერინის რაოდენობას (ათეროსკლეროზის დროს), ხელს უწყობს კუნთების ტრავმისშემდგომ რეგენერაციას (ართრიტების დროს), აქვს იმუნომოდულატორული მოქმედება, ააქტივებს თავის ტვინის უჯრედებს, რის გამოც დადებითი ეფექტი აქვს გაფანტული სკლეროზისა და ალცჰეიმერის დაავადებისას. გამოიყენება კატარაქტის პრევენციისთვის.
მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები აქვს თაფლის მშრალ ექსტრაქტსაც: მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, კუჭისა წყლულისა და გასტრიტის სამკურნალო მოქმედება.
ყურძნის ექსტრაქტი შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ძლიერ ანტიოქსიდანტ რესვერატროლს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჰიპოტენზიური და ჰიპოქოლესტერინემიული მოქმედება. სწორედ მისი არსებობითY არის განპირობებული ე.წ. ,,ფრანგული პარადოქსი”-ს არსებობა ანუ ფრანგებში გულსისხლძარღვთა დაავადების სიმცირე. ყურძნის ექსტრაქტი ასევე ამცირების რადიაციის ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.

 

ჩვენებები:


• როგორც ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალება ნაღვლის ბუშტის ანთების (არაკალკულოზური ქოლეცისტიტი), ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის, გასტრიტის, დუოდენიტის, კოლიტის და ენტერიტის  დროს.

• ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად – მისი ვირუსული, მედიკამენტოზური და ალკოჰოლური დაზიანებისას, ციროზის პრევენციის მიზნით; 

• ძირითად სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში პანკრეატიტის დროს;
• პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიების დროს;
• როგორც ჰელიკობაქტერიების დამთრგუნველი საშუალება კუჭის წყლულის დროს.

 

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად.

 მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების შემდეგ;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20-25 დღე; 5 დღიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია მიღების კურსის მრავალჯერადი განმეორება.

უკუჩვენება:

• ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება (სპაზმოლიზური ეფექტის გამო შესაძლებელია კენჭის დაძვრა, რაც გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს).
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა: 
პირველადი შეფუთვა: 10 ტაბლეტი  ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: სამი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved