მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ბორის მჟავას 1% სპირტიანი ხსნარი -10მლ

ყურის წვეთები


საერთშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ბორის მჟავა (Boric acid).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყურის ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები.

წამლის ფორმა: ყურის წვეთები.

შემადგენლობა: ბორის მჟავა - 1გ; ეთილის სპირტი 96% - 72,91მლ, გამოხდილი წყალი - 100მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი ხასიათდება ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედებით. ბორის მჟავა ახდენს მიკრობული უჯრედების ცილების (ფერმენტების) კოაგულაციას, ირღვევა უჯრედის გარსის შეღწევადობა, რაც აფერხებს მიკრობების ზრდა-განვითარებას.

ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ოტიტი.

გამოყენების წესი და დოზირება:
ყურში აწვეთებენ 3-5 წვეთს 2-3-ჯერ დღეში ან ათავსებენ ტამპონის სახით გარე ყურის სასმენ მილში.  

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მოშლა, ასევე ინტოქსიკაციის მოვლენები: ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კრუნჩხვა.

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასკი.

განსაკუთრებული მითითებები: მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას ლორწოვან გარსებსა და კანის ზედაპირის დაზიანებულ უბნებზე.

დოზის გადაჭარბება: მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები: ღებინება, გულისრევა, დიარეა, სისხლის მიმოქცევის და ცნს-ის დათრგუნვა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, კომა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია, სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.    
 
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

გამოშვების ფორმა: 10მლ ხსნარი პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონში საწვეთურით; 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved