მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
დინდგელის მალამო 30გრ
 

პარასამკურნალო საშუალება

 

,,დინდგელის მალამო" 

,,Unguentum Propolisi "

 

მალამო

წამლის ფორმა:

მოყვითალო-ყავისფერი, დინდგელის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე, წყალში უხსნადი მალამო.

 

შემადგენლობა:   (გ/30გ)

დინდგელი  _ 4,95 გ; თაფლის სანთელი; ვაზელინი;  მზესუმზირას ზეთი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.

 

ჩვენება:

ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალო საშუალება.

 

უკუჩვენება:

ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ; მწვავე ეგზემა.

 

მიღების წესი და დოზირება:

კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

 

გვერდითი მოვლენები:

დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

 

გამოშვების ფორმა:

20, 30, 40გ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ ადგილას.

  

"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved