მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ვალერიანი - ბარამბო პიტნით (კატაბალახას და ბარამბოს ექსტრაქტი პიტნით ნეო) #40 ტაბ
დამამშვიდებელი მოქმედება
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები:              
კატაბალახას ექსტრაქტი             0,025გ;
(Extractum Valerianae)
ბარამბოს ექსტრაქტი                0,0125გ
(Extractum Melissae)
პიტნის ზეთი)                                             0,0025გ;
(Oleum Menthae)
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,კატაბალახას და ბარამბოს ექსტრაქტი პიტნით ნეო’’ კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელსაც ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ბარამბოს ექსტრაქტს ახასიათებს სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას.
პიტნის ზეთს გააჩნია სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი მოქმედება, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ჩვენება:
•    ნერვული აღგზნებადობა;
•    უძილობა, ძილის დარღვევა.
•    საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ფუნქციური დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: 1 ან 2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. ტაბლეტების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღების შემთხვევაშიც კი არ ვითარდება მიჩვევა. პრეპარატის მოხსნა არ იწვევს აბსტინენციის სინდრომს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: რეკომენდირებულ დოზებში გამოყენებისას პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან პრეპარატის ერთდროული მიღებისას ძლიერდება ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება.  

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.   
           
შეფუთვა: პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ).

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.


"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved