მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ვიტამინი C 1000მგ #10 ტაბ (შუშხუნა)
ვიტამინური საშუალება

,,ვიტამინი С’’ – 1000მგ 

წამლის ფორმა:  შუშხუნა ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური საშუალება.

შემადგენლობა: 
ასკორბინის მჟავა – 1000მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა; ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი; ლაქტოზა; სახარინი; ნატრიუმის ციტრატი; კალციუმის ფოსფატი; ფორთოხლის ზეთი; პოვიდონი; PEG;

აღწერა:
 
პაკეტის შიგთავსი - თეთრი ან კრემისფერი-მოყვითალო შეფერილობის მქონე ფხვნილი ან გრანულები. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
 
ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება: 
წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე; 
ძირითად როლს ასრულებს ცილა - კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და შემაერთებელი ქსოვილების, კბილების, ძვლების აღდგენის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს; აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას.
არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას;   
ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას;
აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;
უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში;
ვიტამინი С-ს რეგულარული გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში;
ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას; 
ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს. 

ჩვენება: 
 
ვიტამინი С-ს მიღება რეკომენდებულია: 
გაციების, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციების; დასუსტებული იმუნიტეტის, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის; გადაღლილობის, ასთენიური მდგომარეობის; ეგზემის, ასთმის, ათეროსკლეროზის, სოკოვანი დაავადებების, თვალის დაავადებების, ღრძილების ანთების, კანის დაავადებების, ჭრილობების მკურნალობისა და დაავადებების გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდში;

მიღების წესი და დოზირება: 
 
შუშხუნა ფხვნილი იხსნება 1 ჭიქა წყალში (100მლ) და მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ (ექიმის რეკომენდაციის მიხედვით);
მოზრდილებში: 500მგ 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში;   
პროფილაქტიკისთვის: 250მგ 1-2-ჯერ დღეში; 
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 3-4 კვირა;

უკუჩვენება:
 
ზემგრძნობელობა; დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში – ჰიპერკოაგულაცია; თრომბოფლებიტი; მიდრეკილება თრომბოზებისკენ; თირკმელ-კენჭოვანი დაავადება; 
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს – ჰიპეროქსალატურიის, თირკმელების უკმარისობის, ჰემოქრომატოზის, თალასემიის, პოლიციტემიის, ლეიკემიის, სიდერობლასტური ანემიის, გლუკო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის, პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებების, ორსულობის დროს;  

გვერდითი მოვლენები:
 
ვიტამინი С ძალიან კარგად გადაიტანება მაღალ დოზებში მიღების დროსაც კი, რადგან ორგანიზმს აქვს უნარი გამოყოს ვიტამინის აუთვისებელი ნაწილი. ერთადერთი მუდმივად ფიქსირებადი სიმპტომი ვიტამინი С-ს ძალიან მაღალ დოზებში მიღებისას - არის დიარეა. ხოლო დოზა, მიღებების რიცხვი, რომელიც იწვევს ფაღარათს, ინდივიდუალურია. ერთიდაიმავე ადამიანის შემთხვევაშიც კი გარემოებების შესაბამისად იცვლება ვიტამინის რაოდენობის მიმართ დამოკიდებულება; სტრესული მდგომარეობის ან ავადმყოფობის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ასკორბინის მჟავას დიდი რაოდენობის მიმართ კარგი ამტანობით ხასიათდება, რადგან  ორგანიზმის ვიტამინისადმი მოთხოვნილება იზრდება.
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებისას – ცნს-ის აგზნებადობის მომატება, ძილის დარღვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის სპაზმი;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: მაღალ დოზებში გამოყენებისას – ჰიპეროქსალატურია და კალციუმის ოქსალატისგან კენჭების წარმოქმნა, რომლებიც აზიანებს თირკმელების გლომერულარულ აპარატს;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – კაპილარების განვლადობის შემცირება და ქსოვილების კვების გაუარესება, თრომბოზი;
მაღალ დოზებში – არტერიული წნევის მომატება, მიკროანგიოპათიის განვითარება, მიკროკარდიოდისტროფია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჰიპერემია, იშვიათად – ანაფილაქსური შოკი;

გამოყენების უსაფრთხოება (სიფრთხილე):  
რამდენიმე წლის წინ გაჩნდა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ვიტამინი С –ს ჭარბი რაოდენობით მიღებას შეუძლია გამოიწვიოს თირკმელებში ქვების წარმოქმნა, რადგან ასკორბინის მჟავა იშლება მჟაუნმჟავას წარმოქმნით – რომელიც წარმოადგენს თირკმლის კენჭების ერთ-ერთი სახეობის წარმოქმნაში მონაწილე ძირითად კომპონენტს (მჟაუნმჟავა კალციუმის მარილები). მაგრამ პრაქტიკაში, იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც ასკორბინის მჟავას იღებდნენ განსაკუთრებით მაღალი დოზებით – 15-დან 30 გ-მდე დღეში ან მეტს – ხანგრძლივი დროის მანძილზე,  კენჭების ფორმირების არანაირი მნიშვნელოვანი ინტენსიფიკაცია არ მომხდარა. 
დიდმა დოზებმა (ზემოთ მითითებული რაოდენობები) შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა) იმ ადამიანებში, რომლებიც ვერ გამოიმუშავებენ სპეციფიკურ ფერმენტს – გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას. ამიტომ ასეთი მემკვიდრეობითი დარღვევის მქონე პირებმა ვიტამინი С-ს დიდი დოზები უნდა მიიღონ ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. 
თუ თქვენ ღებულობთ ასკორბინის მჟავას 1გ ან მეტ რაოდენობას დღეში 3-ჯერ, საჭიროა გააკონტროლოთ ვიტამინ В12–ის შემცველობა სისხლში ყოველ 6 თვეში ერთხელ.

ჭარბი დოზა:
ვიტამინი С-ს მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თავის ტკივილი, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, პოლიურია, კრუნჩხვები, დიარეა, ღებინება, გულისრევა. შარდის მჟავიანობის მნიშვნელოვანი გაზრდის გამო არსებობს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის რისკი (ურატული, ოქსალატური და ცისტეინური). მკურნალობა სიმპტომურია. ვიტამინ С-ს გამოყენებით ტოქსიკური დონეები არ მიიღწევა, ვინაიდან დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ლიტერატურაში აღწერილია 4 თვის განმავლობაში 15 გ ვიტამინი С-ს ყოველდღიურად მიღების შემთხვევა გვერდითი რეაქციების გამოვლინების გარეშე. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 
ვიტამინი С –ს მიღება რეკომენდირებულია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
ვიტამინი С არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: 
ვიტამინი С მონაწილეობს რიგი სამკურნალო საშუალებების ცვლაში. ვიტამინი С –სა და ვიტამინ B12 –ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა, ვინაიდან ვიტამინი B12 იშლება ვიტამინ С –სთან ერთად მიღებისას. 
ვიტამინი С - ს მოქმედებაზე ზეგავლენას ახდენენ ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ატროპინი, ამინოფილინი, ამფოტერიცინი, ტეტრაციკლინი, პროქლორპერაზინი, ამფეტამინი, ქინიდინი, სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები, ამონიუმის ქლორიდი, ქლორამფენიკოლი, ქლორპრომაზინი, ერითრომიცინი, ესტროგენული პრეპარატები, ჩასახვის საწინააღმდეგო გონადოტროპული ჰორმონები. 

შეფუთვა:
2გ შუშხუნა ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 8-15ºჩ ტემპერატურის პირობებში. 

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~. 
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved