მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
თუთიის მალამო ნეო 25 გ
                                        
წამლის ფორმა: მალამო.




შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: თუთიის ოქსიდი _ 0,1გ/1გ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ვაზელინის  ზეთი;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოპროტექტორული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,თუთიის მალამო’’-ს აქვს გამომშრობი, ადსორბციული, ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი და მადეზინფიცირებელი მოქმედება.
მალამოს დაზიანებულ ზედაპირზე დატანისას წარმოიქმნება ალბუმინატები და ხდება ცილების დენატურაცია, მცირდება ექსუდაცია (გამონადენი) და წარმოიქმნება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან დამცავი ფიზიკური ბარიერი, ჩქარდება ჭრილობის შეხორცება.

ჩვენება: დერმატიტი, დაოდვილობა (ინტერტრიგო, გამოყელვა), აკნე, ნაოფლარი, ზედაპირული ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, კანის წყლულოვანი დაზიანება, ნაწოლები, ეგზემა გამწვავების სტადიაში, მარტივი ჰერპესი.

გამოყენების წესი: დაზიანებული ადგილი წინასწარ უნდა გაიწმინდოს, სასურველია ნახეთქები და ნაწიბურები დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, სიმპტომებზე და დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დამწვრობებისა და ჭრილობების მკურნალობისას გამოიყენება მალამოიანი ნახვევი. 
თუთიის მალამო ბავშვებში გამოიყენება პროფილაქტიკისთვის დაოდვილობის თავიდან ასაცილებლად, როცა სხეულის დიდი ნაწილი შეხებაშია სველ თეთრეულან.
აკნეს მკურნალობისა და პროფილაქტიკისას ,,თუთიის მალამო”-ს ეფექტურობა იზრდება ერითრომიცინის მალამოსთან კომბინაციაში გამოყენებისას.
         
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.   
                 
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
                                 
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ. 

გამოშვების ფორმა: 25გ მალამო ალუმინის ტუბში. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°c ტემპერატურის პირობებში.  

მწარმოებელი:  შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’. 
თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46, 259-57-90;



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved