მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოპერტუსინი დ 130გრ სიროფი (უშაქრო)
სიროფი (უშაქრო)

შენიშვნა: სიროფი არ შეიცავს შაქარს, გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

საერთაშორისო სახელწოდება: ბეგქონდარას ექსტრაქტი + კალიუმის ბრომიდი (Serpylli [Thymi vulgaris] herbae extract+Potassium bromide).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი და სედაციური საშუალება.

შემადგენლობა 130გ-ზე: ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი - 15,6გ; კალიუმის ბრომიდი - 1,3გ; მეთილპარაბენი; ეთილის სპირტი; სორბიტის სიროფი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნეოპერტუსინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედებით. მას ახასიათებს ანტიმიკრობული და სუსტად გამოხატული დამამშვიდებელი მოქმედება. 
ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოოლი), ფლავონო¬იდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს. 
ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბეგქონდარას ექსტრაქტი იწვევს ბრონქების სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის სტიმულირებას, ამცირებს ნახველის სიბლანტეს, რის გამოც იოლდება მისი გამოდევნა სასუნთქი გზებიდან. ბეგქონდარას ბალახის ფიტონციდები ბაქტერიციდულ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის პათოგენურ მიკროფლორაზე. კალიუმის ბრომიდი ამცირებს ცნს-ის აღგზნებადობას და ამით თრგუნავს ხველების რეფლექსს, ხელს უწყობს ბრონქების სანათურების გაფართოებას. სიროფი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს მშრალი ან პროდუქტიული (სველი) ხველა. 

ჩვენებები: 
ზედა სასუნთქი გზების კატარი; 
ბრონქიტი;
ტრაქეიტი; 
ყივანახველა.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ კანზე გამონაყარის სახით. ზოგჯერ აღინიშნება გულისრევის შეგრძნება და გულძმარვა.

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად, საკვების მიღების წინ. 
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში. 
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; 
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; 
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; 
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება  მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება კოდეინის შემცველ ან ხველების რეფლექსის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან ერთად (რომლებიც გამოიყენება მშრალი ხველების დროს). პრეპარატი შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ ინიშნება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები:  გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
 
გამოშვების ფორმა:  
პირველადი შეფუთვა: 130გ სიროფი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის  ფლაკონში. 
მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
 
შენახვის პირობები:
ინახება 15-25ºС ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.  

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-64-46; 259-57-90; 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved