მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ლუგოლის ხსნარი გლიცერინით 30გ სპრეი
წამლის ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის.



ათქ კოდი:    D08AG.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები და სადეზინფექციო პრეპარატები, იოდის პრეპარატები.
შემადგენლობა: 
                
აქტიური სუბსტანცია:  იოდი - 0,3გ/30გ;
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის იოდიდი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლუგოლის ხსნარს, თავისუფალი იოდის შემცველობის გამო, აქვს ბაქტერიციდული აქტივობა. ელემენტარული იოდი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, მათ შორის სტაფილოკოკებზე, სტრეპტოკოკებზე, ნაწლავის ჩხირებზე, კლებსიელებზე.
თავისუფალი იოდის პრეპარატებისთვის დამახასიათებელია ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედება, ხოლო მაღალ კონცენტრაციებში – ზედაპირის მომწველი ეფექტი. 
გლიცერინი ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, კანის ზედაპირზე და ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას.     
    
ჩვენება: 
ხახისა და ხორხის ლორწოვანი გარსების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი); 
ანგულარული სტომატიტი;

გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება პირის ღრუს, ხახისა და ხორხის ლორწოვან გარსებზე შესაფრქვევად 4-6-ჯერ დღეში (შესხურების დროს სასურველია სუნთქვის შეკავება). გაფრქვევისთვის ტუმბოს ერთხელ უნდა დაეჭიროს ხელი. პრეპარატის გამოყენებიდან 30 წთ-ის განმავლობაში არ უნდა მოხდეს საკვების ან სითხის მიღება.

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა განვითარდეს იოდიზმის მოვლენა: სურდო, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ცხელება, სალივაცია, ცრემლდენა, კონტაქტური დერმატიტი, ერითემა, კანის სიმშრალე, ქავილი, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება (აღინიშნება ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის სუნის გამო), სიწითლე აპლიკაციის ადგილას.  
  
უკუჩვენება: 
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ყელის სიმშრალე. 
 
დოზის გადაჭარბება: ინტოქსიკაციის ნიშნები: იოდიზმის მოვლენები. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია. 
 
განსაკუთრებული მითითებები: დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას თვალში. აღნიშნულ შემთხვევაში ხსნარი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.
 
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატი არ გამოიყენება წყალბადის ზეჟანგსა და სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად. 
 
გამოშვების ფორმა: 
პირველადი შეფუთვა: 30გ სპრეი თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით.
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ. 
 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
 
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved