მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოქოლდი საბავშვო - ფხვნილი პაკეტებში - #10
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაცეტამოლი კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან ერთად, გარდა ფსიქოლეპტიკებისა.
წამლის ფორმა: პერორალური გზით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში - 7გ.

ერთი პაკეტის შემადგენლობა: 
პარაცეტამოლი - 250მგ, ასკორბინის მჟავა - 25მგ, კოფეინი – 12,5მგ, მუკალტინი - 25მგ, ალოეს მშრალი ექსტრაქტი - 5მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, სახარინ ნატრიუმი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ჟოლოს ემულსია, ჟოლოს არომატიზატორი, პეგ 4000. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,ნეოქოლდი’’ წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი, ოფლის მომგვრელი, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის სისუსტის და დაღლილობის შეგრძნებას.
პარაცეტამოლს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსში, თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, ავსებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ჩ ვიტამინზე მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს.
მუკალტინი აწყნარებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი ხასიათდება ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღ¬მდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედებით, შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს.
კოფეინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. თავის ტკივილის დროს აძლიერებს პარაცეტამოლის მოქმედებას. ინფექციური დაავადებებისას ახდენს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების მობილიზებას.

ჩვენება: გრიპის, გაციების სიმპტომური მკურნალობა, რისთვისაც დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, ცემინება, ხველა, მწვავე რინიტი, თავის, ყელის, კუნთების ტკივილი. 

უკუჩვენება: 
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ; P
შაქრიანი დიაბეტი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის ნაწარმების) ეფექტს და ჰეპატოტოქსიური პრეპარატებით ღვიძლის დაზიანების ალბათობას. მეტოკლოპრამიდი ზრდის, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პრეპარატის შეწოვის ინტენსივობას. ბარბიტურატები ამცირებენ ,,ნეოქოლდი”-ს სიცხის დამწევ აქტივობას. სპირტი აჩქარებს პარაცეტამოლის შეწოვას.

ორსულობა და ლაქტაცია:  პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. 
ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკუნალობის პერიოდში ბავშვს უნდა შეუწყდეს დედის რძით კვება.  

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს კანის საფარველის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება. 
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის დანიშვნა, აცეტილცისტეინის და მეთიონინის შეყვანა.

გვერდითი მოვლენები: 
რეკომენდირებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიული რეაქციების განვითარებას კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. 
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები.
პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, რისთვისაც აუცილებელია სისხლის სურათის შემოწმება.

სიფრთხილე: 
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში. 
ნეოქოლდი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების, შინაგანი ორგანოების მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს, ჰიპერთირეოზის, კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზისას.  
არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად პრეპარატის ერთდროული გამოყენება.
ნეოქოლდით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლოს, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშნა. 

მიღების წესი და დოზირება: 
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა ცხელ წყალში მორევით.
6-8 წლამდე ბავშვებში მიიღება 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში; 
8-12 წლამდე _ 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში;
12-15 წლამდე _ 1 პაკეტი 3-4-ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შესაძლებელია 6-15 წლამდე ბავშვებისთვის ყოველ 4 სთ-ში ერთჯერ, მაგრამ, არაუმეტეს 4 პაკეტისა დღე-ღამეში.

მკურნალობის გაგრძელება არ არის რეკომენდირებული 5-ზე მეტი დღის განმავლობაში. 
პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპისა და გაციების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიღებისას.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

შეფუთვა: 7 გ ფხვნილი ერთ პაკეტში. 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved