მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
NEODROPS 30გ პასტილები დინდგელის არომატით

NEODROPS

With Propolis flavour


შემადგენლობა:  იზომალტი E953, არაბული გომიზი E414, დინდგელი.

აღწერილობა: ღია მომწვანო ფერის პასტილები დინდგელის დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:                              
აქვს ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის პროცესებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს; 

მიღების წესი და დოზირება: პირის ღრუს სანაციისთვის (პროფილაქტიკური მიზნით) დინდგელის პასტილის მიღება შეიძლება დღეში 3 - 4 ჯერ, საკვების მიღების შემდეგ.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებების დროს დინდგელის პასტილის მიღება (წუწვნა) უნდა მოხდეს ყოველ 3-4 სთ-ში ერთხელ, საკვების მიღების შემდეგ, დღეში არაუმეტეს 6 პასტილისა.  
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხასიათზე.
პასტილის მიღების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი წყლის დალევა ან საკვების მიღება მინიმუმ 30 წთ-ის მანძილზე.
                       
შენიშვნა: არის დაბალკალორიული პროდუქტი (100გ/200კკალ), არ შეიცავს შაქარს და მისი გამოყენება შესაძლებელია დიაბეტიკებისთვის; 

უკუჩვენება: ალერგიული რეაქციები ფუტკრის პროდუქტებზე.

გვერდითი მოვლენები: 
ფუტკრის პროდუქტებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები: ლორწოვანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. 
შეიძლება განვითარდეს სიმძიმის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის არეში.  
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევებში პასტილების გამოყენება უნდა შეწყდეს.

გაფრთხილება: დაუშვებელია დინდგელის პასტილების გამოყენება ფუტკრის პროდუქტებისადმი ალერგიის მქონე პირების მიერ.

გამოშვების ფორმა: 12 პასტილი მუყაოს კოლოფში (30გ±10%). 

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში მშრალ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved