მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
დიგეოდრენი
ჰომეოპათური საშუალება კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად

შემადგენლობა:
ბაბუაწვერა - ტარაქსაკუმ ოფიცინალისი 4DH, კოწახური - ბერბერის ვულგარისი 5DH, ოროვანდი - ლაპა მაჟორი 4DH.


პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ანოტაცია, რომელიც თქვენი მკურნალობისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

კითხვების ან რაიმე სახის ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციისთვის.
•შეინახეთ წინამდებარე ანოტაცია, შესაძლოა მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ.
•დამატებითი ინფორმაციისა და რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
•სიმპტომების გაუარესების ან 15 დღეზე მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
•იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება გამოიწვევს ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც ანოტაციაში ნახსენები არ არის ან თუ გამოწვეული გვერდითი მოვლენა ითვლება მძიმედ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ანოტაცია შეიცავს:
1. რა არის დიგეოდრენი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
2. რა ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ დიგეოდრენის მიღებამდე?
3. როგორ მივიღოთ დიგეოდრენი?
4. რა სავარაუდო გვერდითი მოვლენები ახასიათებს დიგეოდრენს?
5. როგორ შევინახოთ დიგეოდრენი?
6. დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის დიგეოდრენი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ჰომეოპათური პრეპარატი, ტრადიციულად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად.

2. რა ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ დიგეოდრენის მიღებამდე?
თუ თქვენმა ექიმმა დაგიდგინათ შაქრის გარკვეული სახეობების აუტანლობა, წამლის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:
•12 წლამდე ასაკის ბავშვები.
•ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

საყურადღებო გარემოებები:
პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პრეპარატის გამოყენება არასასურველია საქაროზას აუტანლობის მქონე პაციენტებში (იშვიათი გენეტიკური დაავადება).

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
თუ სხვა პეპარატებსაც იღებთ ან იღებდით, რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, აგრეთვე უსაფრთხოების მიზნით, ორსულობის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენება არასასურველია.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიგეოდრენის გარკვეული კომპონენტების შესახებ:
საქაროზა.

3. როგორ მივიღოთ დიგეოდრენი?
დოზირება: 3 გრანულა 3-ჯერ დღეში, ენის ქვეშ, საკვებისგან დამოუკიდებლად. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საჭიროა დოზის შემცირება.
მიღების წესი: სუბლინგვალური.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 4 კვირა. შიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დიგეოდრენის დოზის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

4. რა სავარაუდო გვერდითი მოვლენები ახასიათებს დიგეოდრენს?
როგორც ყველა პრეპარატმა, დიგეოდრენმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება გამოიწვევს ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც ანოტაციაში ნახსენები არ არის ან თუ გამოწვეული გვერდითი მოვლენა მძიმე ფორმას იღებს, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ დიგეოდრენი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია დიგეოდრენის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად უნდა ჩაითვალოს მითითებული თვის უკანასკნელი დღე.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ უნდა გადაიყაროს საერთო ნაგვის ურნაში ან სხვა საოჯახო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, რა ფორმით უნდა გადაიყაროს გამოუყენებელი პრეპარატები. აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია:
აქტიური ნივთიერებები:
Taraxacum officianlis - - - 4DH
Berberis vulgaris - - - - - - 5DH
Lappa major - - - - - - - - - 4DH
დამხმარე ნივთიერება: საქაროზა.

გამოშვების ფორმა: 80 გრანულა ტუბში. 3 ტუბს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).

უფლებამოსილი: Sevene pharma maze pailesi 30170 monoble. საფრანგეთი.
მოსარგებლე: Sevene pharma maze pailesi 30170 monoble. საფრანგეთი.
მწარმოებელი: Sevene pharma maze pailesi 30170 monoble. საფრანგეთი.

წინამდებარე ანოტაციის დამტკიცების უკანასკნელი თარიღი: იანვარი 2008.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია AFSSAPS-ის
(საფრანგეთი) ინტერნეტ ვებ-გვერდზე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved