მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
კალმოდრენი

ჰომეოპათური საშუალება

ნეიროვეგეტატიური დისტონიის (გულის რიტმის დარღვევა, გაღიზიანება, ემოციურობა) და უძილობასთან დაკავშირებული  პრობლემებისთვის


სამკურნალო კატაბალახა, პასიფლორა ინკარნატა, კუნელი.


პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ანოტაციას. ანოტაცია შეიცავს მკურნალობისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
კითხვების შემთხვევაში ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
•    შეინახეთ ეს ანოტაცია რათა გქონდეთ მისი ხელახლა გადაკითხვის საშუალება.
•    კითხვების და რჩევების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
•    15 დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომების გაუარესების ან გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
•    თუ შეამჩნევთ გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის მოხსენებული აღნიშნულ ანოტაციაში ან თუ შეამჩნევთ მდგომარეობის გამწვავებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ანოტაციაში მოცემულია:
1.    რა არის კალმოდრენის® გრანულები და რა შემთხვევაში გამოიყენება?
2.    რა ინფორმაცია უნდა იცოდეთ კალმოდრენის® გრანულების გამოყენების წინ?
3.    როგორ მიიღოთ კალმოდრენის® გრანულები?
4.    რა გვერდითი ეფექტები ახლავს?
5.    როგორ შევინახოთ კალმოდრენი®?
6.    დამატებითი ინფორმაცია.

1.    რა არის კალმოდრენის® გრანულები და რა შემთხვევაში გამოიყენება?

კალმოდრენი® არის ჰომეოპათური მედიკამენტი, რომელიც ჩვეულებისამებრ გამოიყენება ნეიროვეგეტატიური დისტონიის (გულის რიტმის დარღვევა, გაღიზიანება, ემოციურობა) და უძილობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემების შემთხვევაში.

2.    რა ინფორმაცია უნდა იცოდეთ კალმოდრენის® გრანულების გამოყენების წინ?
კალმოდრენის გრანულების მიღება არ შეიძლება :
•    12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.
•    წამლის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ყურადღება მიაქციეთ!
შემადგენლობაში საქაროზას არსებობის გამო, მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია ფრუქტოზასთან შეუთავსებლობის, გლუკოზას/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის ან საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტის დროს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
თუ თქვენ  იღებთ ან მიიღეთ სხვა მედიკამენტი, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატი, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

ორსულობა და ლაქტაცია
კლინიკური და ექსპერიმენტული მონაცემების არ არსებობის გამო და სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში.
ექიმს ან ფარმაცევტს ჰკითხეთ რჩევები მედიკამენტის მიღებამდე.
მნიშვნელოვანი ცნობა კალმოდრენის გრანულების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: საქაროზა.

3.    როგორ მიიღოთ კალმოდრენის® გრანულები?

დოზირება: 3 გრანულა ნელა გაწუწნეთ 3-ჯერ დღეში საკვებისგან დამოუკიდებლად.
შეამცირეთ მიღების ინტერვალი მდგომარეობის გაუმჯობესებისას.
მიღების წესი: გრანულა დაიდეთ ენის ქვეშ.  
მკურნალობის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 4 კვირა.

თუ დაგავიწყდათ კალმოდრენის® გრანულების მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

4.    რა გვერდითი ეფექტები ახლავს?

როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, კალმოდრენის® გრანულებსაც აქვს გვერდითი ეფექტები.
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში ან მდგომარეობის გაუარესებისას აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5.    როგორ შევინახოთ კალმოდრენი®?
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ კალმოდრენის® გრანულები ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის განსაკუთრებული პირობები არ გააჩნია.

6.    დამატებითი ინფორმაცია.

აქტიური სუბსტანცია:
სამკურნალო კატაბალახა- 6DH
პასიფლორა ინკარნატა  - 4DH
კუნელი - 8DH

სხვა კომპონენტი:  საქაროზა - 4გ.

კალმოდრენის გრანულების შეფუთვა:
80 გრანულა 3 ტუბში.

მესაკუთრე: Sevene pharma - მაზე პაილესი  30170 მონობლე, საფრანგეთი
დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი: Sevene pharma - მაზე პაილესი  30170 მონობლე. საფრანგეთი

მწარმოებელი: Sevene pharma - მაზე პაილესი  30170 მონობლე, საფრანგეთი



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved