მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
სეპტრილა ნეო 180მლ ხსნარი

პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: ხსნარი პირის ღრუს სანაციისთვის.


აღწერილობა: მურა წითელი ფერის სითხე ალუბლის დამახასიათებელი სუნით და გემოთი. დასაშვებია ნალექის არსებობა.
შემადგენლობა:                     
აქტიური სუბსტანცია: სამკურნალო გვირილას ყვავილები (Flores Chamomillae) _ 8,5გ/100მლ.
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, 96% ეთანოლი, სორბინის მჟავა, სახარინ ნატრიუმი, ალუბლის არომატიზატორი, მენთოლი, წითელი პიგმენტი.
გვირილას ყვავილები შეიცავს ეთერზეთებს (0,8%-მდე), ფლავონოიდებს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, გომიზებს, პოლისაქრიდებს, მწარეებს, მაკრო- და მიკროელემენტებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, ზედაპირის შემომგარსველი, სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება. აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა ძირითადად დაკავშირებულია მასში ხამაზულენის შემცველობასთან, რომელიც აჩქარებს ქსოვილების რეპარაციის პროცესებს. 
ჩვენება: გამოიყენება პირის ღრუს სანაციისთვის სტომატიტის, გინგივიტის, ანგინის, ტონზილიტის, ლარინგიტის დროს. 
გამოყენების წესი და დოზირება: 10-15მლ ხსნარი გულმოდგინედ გამოივლეთ პირის ღრუში 45-60წმ-ის განმავლობაში. 
გამოვლებიდან 40წთ-ის განმავლობაში საკვების მიღება არ არის რეკომენდირებული.
აღნიშნული პროცედურის ჩატარება სასურველია დღეში 3-4-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში, ჯერადობა შეიძლება გაიზარდოს 6 - 8-მდე. პროცედურებს შორის რეკომენდირებული შუალედია 2სთ. 
ყურადღება! პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 180მლ სითხოვანი ექსტრაქტი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიეთილენის ფლაკონში. 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.




 

 

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved