მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
დავიკოლი-თვალის წვეთები 10მლ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

წამლის ფორმა: თვალის წვეთები.
შემადგენლობა (10მლ-ზე):
აქტიური სუბსტანცია: თაფლი _ 10 გ, ასკორბინის მჟავა _ 0,005 გ;  
დამხმარე ნივთიერებები: ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,დავიკოლ”-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით, წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის რეგულატორს, ასტიმულირებს თვალის ქსოვილების რეგენერაციის და ჭრილობების შეხორცების პროცესებს. 
ჩვენება: 
  • თვალის ტრავმები და დამწვრობები;
  • კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და კონიუნქტივიტები;
  • ,,მონიტორული'' კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს; ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
  • ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
  • თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
  • ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები; 
  • სხვადასხვა გენეზის რქოვანას და ბადურას დისტროფიები; 
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება: ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში - თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;
გამოშვების ფორმა:  
პირველადი შეფუთვა: 10მლ ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურით. 
მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილზე (8 - 15ºС ტემპერატურის პირობებში).
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90; 




 

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved