მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოდერმი- სახის გამწმენდი- 30მლ სპრეი
.


შემადგენლობა: წყალი, ჩაის ხის ზეთი, ლავანდას ზეთი, ევკალიპტის ზეთი, პოლისორბატ 80.
ჩაის ხის ზეთს აქვს ანტიმიკრობული, ბაქტერიციდული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, ატენიანებს კანს, ხელს უშლის მეჭეჭების განვითარებას. 
ევკალიპტის ზეთს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ქსოვილებს ამდიდრებს ჟანგბადით.
ლავანდას ზეთს სისტემატიური გამოყენებისას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
 
ფარმაკოლოგიური მოქმედება: განსაკუთრებული ფორმულის წყალობით ხსნარი ღრმად წმენდს კანს, აშორებს ჭუჭყს და ცხიმს, ატენიანებს, ანიჭებს სინაზეს, ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას. შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც გამწმენდი საშუალება პირის დაბანის შემდეგ, ასევე აკნეს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
გამოყენების წესი: ხსნარი დაიტანეთ ბამბის ტამპონზე გაფრქვევით, გაიწმინდეთ სახე და კისერი, არ ჩამოიბანოთ წყლით. გამოიყენეთ ყოველდღიურად, როგორც გამწმენდი. გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. ხსნარის თვალში მოხვედრისას მოიბანეთ წყლით. კანის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. 
 
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი: შპს. ,,ნეოფარმი’’.
აქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
TEL/FAX: +995 (32) 259-57-90; 259-64-46.
                  



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved