მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ჰელმიციდი -100მლ სიროფი
პარასამკურნალო საშუალება


წამლის ფორმა: სიროფი.
შემადგენლობა (100მლ-ზე): ცერეცოს თესლი - 1,11გ; ათასფურცელას ბალახი - 0,67გ; ტარხუნას ფოთლები - 0,67გ; მიხაკის კვირტები - 0,67გ; აბზინდას ბალახი _ 0,45გ; პიტნის ფოთლები _ 0,45გ; კოჭას ბოლქვები - 0,89გ; ბაბუაწვერას ფესვები – 0,45გ; პიტნის ზეთი - 0,005გ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ეთანოლი, ლიმონის ზეთი, წყალი. 
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,ჰელმიციდი’’ წარმოადგენს ანტიჰელმინთური მოქმედების მქონე მცენარეული ნაკრების სიროფს. ფიტოკომპლექსი წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისა და ჭიებისაგან, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტებით იწამლება ორგანიზმი და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.  
,,ჰელმიციდი’’-ს სიროფის საფუძველია აბზინდას ბალახი და მიხაკის კვირტები. აბზინდას ბალახი, მასში სანტონინის შემცველობის გამო, მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის პარაზიტის ზრდასრულ და შუალედურ ფორმებზე, მიხაკი - მათ კვერცხებსა და ჭუპრებზე, იმბირი კი აძლიერებს აბზინდასა და მიხაკის ჰელმიციდურ ეფექტს. ამ სამი მცენარის კომპლექსური გამოყენება უზრუნველყოფს  ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნას, მათ განადგურებას.
,,ჰელმიციდი’’-ს მცენარეული ნაკრების შემცველი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მწარეების ზემოქმედებით ძლიერდება მარილმჟავას, კუჭის წვენისა და სხვა საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეცია, რაც ასევე დამღუპველად მოქმედებს პარაზიტებზე და ხელს უშლის განმეორებით ინვაზიას. 
პარაზიტების დახოცვისა და დაშლის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ტოქსინები, რომელთა ღვიძლში განეიტრალების პროცესს ხელს უწყობს ,,ჰელმიციდი’’-ს სიროფში შემავალი ბაბუაწვერას ფესვები. ტოქსინების გადამუშავების პროდუქტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. ბაბუაწვერა, აბზინდა, ათასფურცელა, პიტნა ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, ხოლო გვირილას აქვს შარდმდენი ეფექტი. 
ჭიები აზიანებენ ნაწლავის კედლებს მასზე მიმაგრების ადგილებში. აღნიშნულ უბნებში ვითარდება ანთებითი პროცესები და მტკივნეული სპაზმური მოვლენები. ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება ,,ჰელმიციდში’’ შემავალი ათასფურცელა - ძლიერი ჭრილობის შემახორცებელი მოქმედების გამო, რომელიც  მიხაკთან, აბზინდასთან, პიტნასთან და იმბირთან კომპლექსში ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაქრობას, ტკივილისა და სპაზმის მოხსნას.
ჩვენებები:
სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები და მათგან გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობები:
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
თავის ტკივილი, შაკიკი;
ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი ან მოდუნებულობა ბავშვებში;
დისკომფორტი მუცლის არეში, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები, მათ შორის: ყაბზობა, დისბაქტერიოზი და ა.შ.
იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები;
ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისაგან.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, საკვების მიღების დროს ან კვებიდან 15-20 წთ-ის შემდეგ. 
ბავშვებში 1,5-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი (1/2 ჩაის კოვზი) 1-ჯერ დღეში. ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 1-ჯერ დღეში ან 2,5მლ სიროფი (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6-დან 14 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში.
მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ასაკის ზევით: 10მლ სიროფი (2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის მინიმალური კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას.
რეკომენდირებულია მკურნალობა გაგრძელდეს 1 თვემდე. განმეორებითი კურსის ჩატარება დასაშვებია ერთკვირიანი შესვენების შემდეგ.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული.
პაციენტებისთვის რომელთაც აღენიშნებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი მომატებული მჟავიანობის ფონზე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 100მლ სიროფი მუქი ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში. 1 ფლაკონი მოთავსებული მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება 15-25˚C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი'', 
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90. 




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved