მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
პარანოლი-100მლ სპრეი

პარასამკურნალო საშუალება



წამლის ფორმა: სპრეი გარეგანი გამოყენებისთვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო (პედიკულოზის სამკურნალო) საშუალება. 

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანციები: გვირილას ყვავილების ექსტრაქტი, მიხაკის კვირტების ექსტრაქტი, ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი, როზმარინის ზეთი, ილანგ-ილანგის ზეთი, ლავანდას ზეთი, ნატრიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,პარანოლი’’-ს მოქმედების მექანიზმი სრულიად განსხვავებულია ტილების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების მოქმედების მექანიზმისაგან: ხსნარი ახშობს მწერების სასუნთქ გზებს, გუდავს და კლავს პარაზიტებს. ხსნარის მოქმედებით ტილის კვერცხებს შემოეკვრება აპკი და სუსტდება მათი მიმაგრება თმებთან. მჟავე არე, ასევე, ხელს უწყობს კვერცხების თმებზე მიკვრის ხელშემწყობი ნივთიერების გახსნას, ამიტომ იოლდება თმებიდან მათი ჩამოვარცხნა ან ჩამობანა. 
პრეპარატის შემადგენელი ნატურალური მცენარეული ზეთები და ექსტრაქტები ამცირებენ კანზე ანთებითი პროცესების, ქავილისა და ალერგიული რეაქციების განვითარებას, რასაც იწვევს ორგანიზმზე ტილის ნერწყვის ზემოქმედება, ხელს უწყობენ კანისა და თმის დარღვეული სტრუქტურის აღდგენას, თავის კანში აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

ჩვენება: თავის თმიანი ნაწილის პედიკულოზი (ტილებისა და წილების საწინააღმდეგო საშუალება).

გამოყენების წესი და დოზირება: სპრეის დატანა უნდა მოხდეს მშრალ თმებზე. ფლაკონი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ და შეაფრქვიეთ დაუბანელ თმებზე, ისე, რომ ოდნავ შეასველოს.
პრეპარატი კარგად გაანაწილეთ თმებზე, შეიზილეთ კანში. დარწმუნდით, რომ ყველა უბანი დაფარულია ხსნარით. თმები შეიფუთეთ, ხსნარი თავზე გაიჩერეთ მინიმუმ 30წთ-ის განმავლობაში. სასურველია დროის გახანგრძლივება 1 სთ-მდე. ამის შემდეგ თმები საგულდაგულოდ ჩამოვარცხნეთ სპეციალური სავარცხლით, ყოველი ჩამოვარცხნისას სავარცხელი ჩაყავით საპნიან  წყალში, ვარცხნეთ ზემოდან ქვემოთ (თმის ძირებიდან ბოლოსკენ). აღნიშნული პროცედურის შემდეგ თმა დაიბანეთ შამპუნით. 
პროცედურის გამეორება რეკომენდირებულია 5-8 დღის შემდეგ, რათა განადგურდეს კვერცხებიდან ახლად გამოჩეკილი მწერები. 

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოიწვიოს ადგილობრივად კანის წვის შეგრძნება.

უკუჩვენება
გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პირებისთვის, ვისაც აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
არ გამოიყენება 2 წლამდე ბავშვებში;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის შესწავლილი. ამიტომ პრეპარატის გამოყენების წინ სასურველია კონსულტაციის გავლა ექიმთან.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სიფრთხილე: უნდა მოერიდოთ ხსნარის თვალში მოხვედრას. აღნიშნულ შემთხვევაში, თვალის ლორწოვანი გარსი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დაუშვებელია პრეპარატის პერორალური (შიგნით) მიღება.

გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 100მლ ხსნარი სპრეის ფლაკონში გამფრქვევით. 
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა:  2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება 15_250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი''. 
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46.




 

 

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved