მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ქინოა 300მგ პაკ.
ქინოა
QUINOA

ქინოა ფსევდო მარცვლეულია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური შემადგენლობით. 

ქინოას ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა), ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები:
ქინოა 100გ უმი ნედლეული 100გ ფაფა




შემადგენლობა და ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
ქინოა – ბუნებრივი, აბსოლუტურად ნატურალური და იდეალურად ბალანსირებული მინერალებისა და ვიტამინების კომპლექსია, მდიდარია უჯრედისით, კალციუმით, თუთიით, კალიუმით, მანგანუმით, ფოსფორით (იმდენივეა, რაც თევზში), რკინით (2-ჯერ მეტი, ვიდრე ხორბალში), A, E, ჩ, B ჯგუფის ვიტამინებით (მათ შორის რიბოფლავინით, რომელიც აუცილებელია სისხლის განახლებისთვის). თესლი მდიდარია ლეციტინით და სელენით (ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებით), ამონომჟავების უნიკალური შემცველობა (შეიცავს 8 შეუცვლელ ამინომჟავას) ქინოას თესლის ცილებს ხდის სრულფასოვანს და ძროხის რძის იდენტურს. გარდა ამისა, ქინოაში ცილების შემცველობა (16 - 20%) აღემატება სხვა მცენარეებში მის შემცველობას. ქინოაში ბევრია ფიტინის მჟავა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს. 
ქინოა შეიცავს ლიზინს, რომლის ნაკლებობამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თმის ცვენა, ყურადღების გაფანტულობა, მადის დაკარგვა, ზრდის შეფერხება, გაღიზიანებადობა. 
ლიზინის შემცველობის გამო, ქინოა ხელს უწყობს კალციუმის შეთვისებას, რაც აუცილებელია ძვლების, კბილების, თმების ფორმირებისთვის, ასევე ლიზინი აჩქარებს ქსოვილების აღდგენას. 
ლიზინი მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის, მათთვის, ვინც გადაიტანა ტრავმა, ასევე, ქალებისათვის მენოპაუზის პერიოდში. 
ქინოა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სიხარულის ჰორმონის – სეროტონინის სინთეზს. 
ქინოას მოქმედება შოკოლადის მოქმედების მსგავსია, მხოლოდ – ზედმეტი კალორიების გარეშე. 
ასევე ქინოა ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, შლაკებსა და ქოლესტერინს. 
ქინოას რეგულარული გამოყენებისას სისხლში მცირდება შაქრის დონე. 
ქინოა დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე, რის გამოც მისი გამოყენება ხელს უწყობს თავის ტკივილებისგან თავის დაღწევას.  
ქინოა მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე ცილებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც წარმოადგენს ამინომჟავების წყაროს ორგანიზმისთვის. ისინი კი თავის მხრივ მონაწილეობენ კუნთოვანი მასის ზრდის პროცესში. ამიტომ ქინოა სპორტული დიეტის აუცილებელი ელემენტია.
ქინოა არ შეიცავს გლუტეინს და კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია მათთვისაც, ვისაც ალერგია აქვს ხორბალზე.

გამოყენება რეკომენდირებულია:
როგორც ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო ორგანიზმის მოსაძლიერებლად ანემიის, თმის ცვენის, ზრდის შეფერხების, გაღიზიანებადობის, ყურადღების გაფანტულობის, უმადობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
წონის საკორექციო დიეტებში ჩასართავად (როგორც ენერგიის წყარო ზედმეტი კალორიების გარეშე);
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, შლაკებისა და ქოლესტერინის გამოსადევნად;
სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად (რეგულარული გამოყენებისას);
თავის ტკივილების შესამსუბუქებლად ორგანიზმზე დამამშვიდებელი ზემოქმედების გამო;
ცილების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ქინოას გამოყენება რეკომენდირებულია ვეგეტარიანელების საკვებ რაციონში. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზებით არ ღებულობენ თევზს, ხორცს და კვერცხს. ცილების მაღალი შემცველობის გამო ქინოა შეუცვლელი პროდუქტია ორსულებისთვის, ბავშვებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ მძიმე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვა; 
ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში;
სპორტსმენების დიეტაში ჩასართავად კუნთების მასური წილისა და მოცულობის გასაზრდელად.

მიღების წესი და დოზირება: ქინოას თბური დამუშავებისას მარცვლები უხვად შეიწოვს წყალს და მოცულობაში 2-3-ჯერ იზრდება. მოხარშული ქინოა დიეტური პროდუქტია (120კკალ/100გ ფაფაზე).  
ქინოასგან შეიძლება ფაფის მომზადება, თუმცა მარცვლების გარსში საპონინების შემცველობის გამო, მას აქვს მომწარო გემო. ამის თავიდან აცილება შეიძლება მისი დალბობით და შემდგომი გარეცხვით.   
ქინოას მომზადება შეიძლება 15-20 წთ-ში: 1 წილ ქინოას (2 სუფრის კოვზი - 30გ) უნდა დაესხას 2 წილი სითხე (60მლ – 1/3 ჭიქა წყალი, რძე ან ბულიონი), შეზავდეს მარილით და მოიხარშოს 15-20 წთ-ის განმავლობაში, თავდახურულ მდგომარეობაში, ნელ ცეცხლზე, გადმოდგმის შემდეგ უნდა დაყოვნდეს 5 წთ. ბოლოს კი ფაფაში შეიძლება დამატებითი ინგრედიენტების შეტანა (ხილი, თხილი). 

უკუჩვენება: არ გამოიყენება ბავშვებში 2 წლამდე, ასევე თირკმელებისა და სახსრების დაავადებების მქონე პირებში, რადგან მცენარე შეიცავს ცილებისა და ოქსალატების დიდ რაოდენობას. 

გვერდითი მოვლენები:  ქინოა ფრთხილად და ნელ-ნელა უნდა შევიტანოთ მეძუძური დედის კვების რაციონში, რადგან ახალშობილებში შეიძლება გამოვლინდეს ინდივიდუალური შეუთავსებლობა (ალერგიული რეაქცია).

დამატებითი ინფორმაცია: არ არის გენმოდიფიცირებული.

გამოშვების ფორმა: 300გ მცენარეული ნედლეული ქაღალდის პაკეტში. პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილას.

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved