მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
NEODERMI- დღის დამატენიანებელი კრემ-გელი
ყველა დიპის კანისთვის


შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ზეითუნის ზეთი, ნუშის ზეთი, UV (ეთილჰექსილმეთოქსიცინამატი) ფილტრი, სელის ზეთი, პოლისორბატ-80, კარბომერი, ვარდის ზეთი, E ვიტამინი, ვაშლის ზეთი, ალოეს ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა, გინკგო-ბილობას ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, ქლორფენეზინი.

ზეითუნის ზეთი, ე.წ. ,,თხევადი ოქრო’’, ხელს უშლის კანის დაბერების პროცესებს, კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ელასტიკურობას, იცავს გამოშრობისგან.
ვიტამინი E – ს აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება: ამცირებს ნაოჭებს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უშლის კანის ასაკობრივი პიგმენტაციისა და მოშვებულობის განვითარებას. აქვს დამატენიანებელი მოქმედება: კანში აკავებს ტენს, ატონიზირებს, ხდის გლუვს.
აქვს დამცველი მოქმედება: ტოკოფეროლი იცავს კანს მზის რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან, უჯრედებს კი იცავს თავისუფალი რადიკალებისგან. ტოკოფეროლი აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების განმტკიცებას, რის გამოც ამცირებს თვალის უპეების ჩამუქებულობასა და სახის კანზე კუპეროზის (კაპილარული ბადეების) განვითარებას.
გინკგო-ბილობას ექსტრაქტი – ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის პროცესების აქტივაციასა და სისხლის ჟანგბადით გაჯერებას, აუმჯობესებს უჯრედების კვებას, ანელებს დაბერების პროცესებს, ამცირებს შეშუპებას, ხელს უშლის ცელულიტის განვითარებას.
ალოეს ექსტრაქტი – აქვს კანის ღრმად დამატენიანებელი მოქმედება, ამშვიდებს კანს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას და აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება, იცავს კანს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.
ჰიალურონის მჟავა -მთავარი ფუნქციაა კანისა და მიმდებარე ქსოვილებში წყლის ბალანსის რეგულირება, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში მონაწილეობა, მისი მოქმედებით კანი ხდება გლუვი და ელასტიკური, ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას.
UVB–ფილტრი -კანს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივების გრძელტალღიანი ჯგუფისგან, რომელიც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს კანზე, იწვევს მის გაუწყლოებას, დაბერებას, მზის დამწვრობას.
სელის ზეთი მდიდარია თიამინით და ნიაცინით, რომლებიც ხელს უწყობენ წვრილი ნაოჭების გაქრობას, ხოლო რეტინოლი ასტიმულირებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, რომლებიც კანის ელასტიკურობისა და დრეკადობის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ასევე სელის ზეთი სასარგებლოა კანის მომატებული ცხიმიანობისა და ანთებისადმი მიდრეკილებისას, კანის გაფართოებული ფორების დროს, რადგან რეტინოლი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ათანაბრებს კანის ფერს, ხოლო ქოლინი ამცირებს კანის გაღიზიანებადობას. M
ნუშის ზეთი -  შეიცავს ფიტოსტეროლებს, ვიტამინ E-ს და К-ს და ქოლინს, რომლებიც კანს ანიჭებს სინაზეს, აძლევს ჯანსაღ ფერს. შეიძლება გამოყენებული იყოს თვალის ირგვლივ კრემის მოსამზადებლად კანის წვრილი ნაოჭების შესამცირებლად.
ვარდის ზეთი სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. აქვს მატონიზირებელი, დამარბილებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.

ეფექტურობა: ნეოდერმის დღის კრემს აქვს ძლიერი დამატენიანებელი აქტივობა. მასში შემავალი UV-ფილტრი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. კრემი ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში, ანიჭებს ელასტიკურობასა და სიგლუვეს.

გამოყენების წესი: კრემი დაიტანეთ სახის გაწმენდილ კანზე დილით და თანაბრად გადაანაწილეთ ნაზი პალპაციით (კანის დაჭიმვის გარეშე) კრემის სრულ შეწოვამდე.

შეფუთვა
: 50მლ ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმს და sls-ს.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხ-ნი მე-12 კმ.





"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved