მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
NEODERMI- სახის მკვებავი კრემი
მშრალი და ნორმალური ტიპის კანისთვის


შემადგენლობა: ზეითუნის ზეთი, გამოხდილი წყალი, სპერმაცეტი, თაფლის სანთელი, კაკაოს ცხიმი, გლიცეროლმონოსტეარატი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ვაშლის ზეთი, ვარდის ზეთი.

სპერმაცეტი კანს ატენიანებს, ანიჭებს სინაზეს, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.

კაკაოს ცხიმს აქვს დამარბილებელი და დამატენიანებელი, კანის დამჭიმავი მოქმედებით, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და კანს იცავს გამოშრობის, გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. კაკაოს ცხიმის  ხანგრძლივად გამოყენებისას კანი ხდება ნაზი, უმჯობესდება მისი ფერი, შეუმჩნეველი ხდება წვრილი ნაოჭები.
 
თაფლის სანთელი აღადგენს კანს, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, შეიცავს A ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ეპითელიუმის უჯრედების ნორმალური განვითარებისთვის, კანზე წარმოქმნის აპკს, რომელიც ზედაპირს იცავს გაუწყლოებისგან, ანიჭებს ელასტიკურობას.

ზეითუნის ზეთი, ე.წ. ,,თხევადი ოქრო’’, ხელს უშლის კანის დაბერების პროცესებს, კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ელასტიკურობას, იცავს გამოშრობისგან.

ვარდის ზეთი სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. აქვს მატონიზირებელი, დამარბილებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.

ეფექტურობა: მკვებავი კრემის ბუნებრივ კომპონენტებს აქვთ დამამშვიდებელი, დამატენიანებელი მოქმედება, ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას, აღადგენენ დაზიანებულ უჯრედებს, ხელს უშლიან ნაოჭების წარმოქმნას და იცავენ კანს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.  

გამოყენების წესი:
კრემი დაიტანეთ საღამოს, ძილის წინ სახის გაწმენდილ კანზე და ნაზი პალპაციით თანაბრად გადაანაწილეთ კანის დაჭიმვის გარეშე კრემის სრულ შეწოვამდე.

შეფუთვა: 50მლ ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმს და sls-ს.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხ-ნი მე-12 კმ.




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved