მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
NEODERMI- ანტიასაკობრივი კრემი 50+
მშრალი და ნორმალური ტიპის კანისთვის
შემადგენლობა: წყალი, ზეითუნის ზეთი, სპერმაცეტი, თაფლის სანთელი, კაკაოს ცხიმი, ნუშის ზეთი, სელის ზეთი, გლიცეროლ მონოსტეარატი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ვარდის ზეთი, ფენოქსიეთანოლი, E ვიტამინი, ვაშლის ზეთი, ჰიალურონის მჟავა, ალოეს ექსტრაქტი, გინკგო ბილობას ექსტრაქტი, ქლორფენეზინი.

სპერმაცეტი კანს ატენიანებს, ანიჭებს სინაზეს, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
კაკაოს ცხიმს აქვს დამარბილებელი და დამატენიანებელი, კანის დამჭიმავი მოქმედებით, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და კანს იცავს გამოშრობის, გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. კაკაოს ცხიმის  ხანგრძლივად გამოყენებისას კანი ხდება ნაზი, უმჯობესდება მისი ფერი, შეუმჩნეველი ხდება წვრილი ნაოჭები.
თაფლის სანთელი აღადგენს კანს, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, შეიცავს A ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ეპითელიუმის უჯრედების ნორმალური განვითარებისთვის, კანზე წარმოქმნის აპკს, რომელიც ზედაპირს იცავს გაუწყლოებისგან, ანიჭებს ელასტიკურობას.
ზეითუნის ზეთი, ე.წ. ,,თხევადი ოქრო’’, ხელს უშლის კანის დაბერების პროცესებს, კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ელასტიკურობას, იცავს გამოშრობისგან.
ვიტამინი E – ს აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება: ამცირებს ნაოჭებს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უშლის კანის ასაკობრივი პიგმენტაციისა და მოშვებულობის განვითარებას. აქვს დამატენიანებელი მოქმედება: კანში აკავებს ტენს, ატონიზირებს, ხდის გლუვს.
აქვს დამცველი მოქმედება: ტოკოფეროლი იცავს კანს მზის რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან, უჯრედებს კი იცავს თავისუფალი რადიკალებისგან. ტოკოფეროლი აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების განმტკიცებას, რის გამოც ამცირებს თვალის უპეების ჩამუქებულობასა და სახის კანზე კუპეროზის (კაპილარული ბადეების) განვითარებას.
გინკგო-ბილობას ექსტრაქტი – ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის პროცესების აქტივაციასა და სისხლის ჟანგბადით გაჯერებას, აუმჯობესებს უჯრედების კვებას, ანელებს დაბერების პროცესებს, ამცირებს შეშუპებას, ხელს უშლის ცელულიტის განვითარებას.
ალოეს ექსტრაქტი – აქვს კანის ღრმად დამატენიანებელი მოქმედება, ამშვიდებს კანს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას და აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება, იცავს კანს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.
ჰიალურონის მჟავა -მთავარი ფუნქციაა კანისა და მიმდებარე ქსოვილებში წყლის ბალანსის რეგულირება, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში მონაწილეობა, მისი მოქმედებით კანი ხდება გლუვი და ელასტიკური, ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას.
სელის ზეთი მდიდარია თიამინით და ნიაცინით, რომლებიც ხელს უწყობენ წვრილი ნაოჭების გაქრობას, ხოლო რეტინოლი ასტიმულირებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, რომლებიც კანის ელასტიკურობისა და დრეკადობის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ასევე სელის ზეთი სასარგებლოა კანის მომატებული ცხიმიანობისა და ანთებისადმი მიდრეკილებისას, კანის გაფართოებული ფორების დროს, რადგან რეტინოლი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ათანაბრებს კანის ფერს, ხოლო ქოლინი ამცირებს კანის გაღიზიანებადობას. M
ნუშის ზეთი -  შეიცავს ფიტოსტეროლებს, ვიტამინ E-ს და К-ს და ქოლინს, რომლებიც კანს ანიჭებს სინაზეს, აძლევს ჯანსაღ ფერს. შეიძლება გამოყენებული იყოს თვალის ირგვლივ კრემის მოსამზადებლად კანის წვრილი ნაოჭების შესამცირებლად.
ვარდის ზეთი სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. აქვს მატონიზირებელი, დამარბილებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოყენების წესი: კრემი დაიტანეთ საღამოს, ძილის წინ სახის გაწმენდილ კანზე და ნაზი პალპაციით თანაბრად გადაანაწილეთ კანის დაჭიმვის გარეშე კრემის სრულ შეწოვამდე.

ეფექტურობა
:  ნეოდერმის ანტიასაკობრივ კრემებს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობა: იცავს კანს გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან, ანელებს დაბერების პროცესებს. კრემი ატენიანებს, კვებავს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.  
    
შეფუთვა
: 50მლ ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმს და sls-ს.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხ-ნი მე-12 კმ.















"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved