მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
შავბალახას ნაყენი 25მლ
პარასამკურნალო საშუალება


გამოყენების ინსტრუქცია

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.
ათქ კოდი: N05ჩM20


შემადგენლობა: მომზადებულია შავბალახას მიწისზედა ნაწილებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგურად აქტიურ ნივთიე¬რებათა კომპლექსს: ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი), ეთერზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთირე¬ბებს, სტეროიდულ გლიკოზიდებს.  


ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური მოქმედება, ამცირებს სპონტანური მოძრაობის  აქტივობას, აძლიერებს საძილე და ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, იჩენს კარდიოტონურ მოქმედებას - აძლიერებს სისტოლას და აიშვიათებს რითმს, ახასითებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო  ეფექტი.


ჩვენება:
•    სხვადასხვა სახის ნევროზები;
•    ჰიპერტონული დაავადების I სტადია;
•    აგზნებულობა, უძილობა;
•    ტაქიკარდია.


მიღების წესი და დოზირება:  მიიღება პერორალურად. 30-50 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.


დოზის გადაჭარბება:
დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.


განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).


შეფუთვა: 25მლ ნაყენი ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.


შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.


აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.


მწარმოებელი : შპს “ნეოფარმი”.


საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46;



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved