მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
კბილის წვეთები 25მლ
 პარასამკურნალო საშუალება

Guttae odontalgicae
წამლის ფორმა: წვეთები.
ათქ კოდი: A01AD11.
შემადგენლობა: (1გ/25მლ)
კატაბალახას ნაყენი - 14,25გ, პიტნის ზეთი - 0,775გ, ქაფური - 1,6გ, 95% ეთილის სპირტი.
პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი _ მენთოლი და ქაფური აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.
ჩვენება:
•    კბილის ტკივილი;
•    კარიესი.
მიღების წესი და დოზირება:
5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით.
უკუჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
•    ეპილეფსია;
•    კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, ძილიანობა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის შესწავლილი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
გამოშვების ფორმა:
25მლ მუქი ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი''.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved