მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
კუჭის წვეთები 25მლ
პარასამკურნალო საშუალება.

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები წვეთები.


ათქ კოდი: A03B.


შემადგენლობა (25მლ-ზე): კატაბალახას ნაყენი - 10მლ; აბზინდას ნაყენი – 7,5მლ; პიტნის ნაყენი - 5მლ; შმაგას ნაყენი     - 2,5მლ.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა  კომპლექსს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი - მენთოლი, ბორნეოლიზოვა¬ლერიანატი), ვალეპოტრიატებს, აბზინთინს, ანაბ¬ზინ¬თინს, ასკორბინის მჟავას, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ჰიოსციამინს, სკოპოლამინს.


ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,კუჭის წვეთები” - მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. მისი ეფექტურობა ეფუძნება პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ კომპონენტებს:  შმაგას ნაყენის ალკალოიდები განსაზღვრავს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას გასტრალგიის დროს, კატაბალახას და პიტნის ნაყენი უზრუნველყოფს პრეპარატის  სედატიურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას.Aაბზინდას ნაყენი რეფლექსურად აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, არეგულირებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.  


ჩვენება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, მეტეორიზმი.


მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, საკვების მიღებამდე 30წთ-ით ადრე. წვეთები უნდა განზავდეს ერთ სუფრის კოვზ წყალში.   
მოზრდილებში: 5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.


ბავშვებში 5 წლის ასაკიდან: იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი - 1-ჯერ დღეში.


უკუჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
•    გლაუკომა;
•    თირკმლების უკმარისობა;
•    გულის ორგანული დაზიანებები;
•    კუჭის წვენის მომატებული  სეკრეცია;
•    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
•    ლაქტაციის პერიოდი (ამცირებს ლაქტაციას).


გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფი რეაგირების უნარზე.


გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლის სიმპტომები. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და ენტეროსორბენტების მიღება. მკურნალობა სიმპტომურია.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატში კატაბალახას ნაყენის შემცველობამ შესაძლოა მოახდინოს სედატიური, საძილე, ანალგეზიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედების  პოტენცირება.შმაგას ალკალოიდები ასუსტებენ მ-ქოლინომიმეტური, ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას. აძლიერებს მაო-ს ინჰიბიტორების არითმოგენურ, ქინიდინის ქოლინოლიზურ მოქმედებას, ასევე საგულე გლიკოზიდების, კლოფელინის, ნოვოკაინამიდის, ბარბიტურატების, ადრენომიმეტური, ანტიჰისტამინური საშუალებების, ტრანკვილიზატორების მოქმედებას.
ტყვიის აცეტატთან, კალციუმის მარილებთან, ტანინთან, შროშანას ნაყენთან წარმოიქმნება ნალექი.
პრეპარატის ეფექტურობა მცირდება მწეველებში, ასევე ცხელი და ცხარე საკვების მოყვარულებში.


გამოშვების ფორმა:
25მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.


აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.


შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.


მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved