მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ვირაქსილი
,


გამოშვების ფორმა:  30მლ ნაზალური სპრეი.

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანციები: ქსილიტოლი 50მგ/მლ, გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი – 5მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: კარბოქსიმეთილცელულოზა ნატრიუმი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
,,ვირაქსილი’’-ს სპრეის აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება, რაც რამოდენიმე მექანიზმით ხორციელდება: 1. ხელს უშლის ვირუსების შეღწევას ორგანიზმში; 2. აქვს ანტივირუსული (ვიროციდული) აქტივობა; 3. ზრდის ორგანიზმის ბუნებრივ დამცველობით ძალებს და აიოლებს ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლას.
სპრეის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებიდან ქსილიტოლი და გრეიფრუტის ექსტრაქტი წარმოადგენს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე ნივთიერებებს. პრეპარატი შეიცავს გელწარმომქმნელ აგენტს, რომელსაც აქვს უნარი შემოეკრას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს და უზრუნველყოს სპრეის ეფექტის გახანგრძლივება. ,,ვირაქსილი’’-ს სპრეი ცხვირის ღრუს პH–ს ამცირებს 3,5-მდე (ლორწოვანი გარსის დაზიანების გარეშე). ასეთი გარემო დამღუპველად მოქმედებს ვირუსებზე.  
,,ვირაქსილი’’-ს სპრეი ცხვირის ღრუში იჭერს მიკროორგანიზმებს, შემოეფინება მათ. ლორწოთი ინკაფსულირებული, ინაქტივირებული მიკრობების ადამიანის ორგანიზმიდან გამოდევნა ხორციელდება ბუნებრივი გზით - ცხვირიდან ან ყლაპვით. ბლოკირებულ მიკროორგანიზმებს არ შეუძლიათ ორგანიზმში შეღწევა და მისი ინფიცირება. მათი ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემის შემთხვევაშიც კი (ცხვირის დაცემინების ან დახველების დროს) დასნებოვნების ალბათობა მინიმალურია.

ჩვენება:  სპრეის გამოყენება რეკომენდირებულია ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ადგილებში, როგორიცაა, მაგ.: სკოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზია და, პრაქტიკულად, ნებისმიერი დახურული სივრცე. სპრეის რეგულარულ გამოყენებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ინფექციის გავრცელების რისკი.  

გამოყენების წესი და დოზირება: ,,ვირაქსილი’’-ს სპრეი გამოიყენება ინტრანაზალურად.
ნაზალური სპრეის გამოყენების წინ აუცილებელია ცხვირის ღრუს გასუფთავება.
პირველი გამოყენების წინ გამფრქვევს მოხსენით ჩაჩი, ფლაკონი დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, დააწექით თითებით ტუმბოს, სანამ არ მოხდება ხსნარის გამოფრქვევა. მოათავსეთ გამფრქვევის ცხვირი ნესტოში და თითებით ბოლომდე დააწექით ტუმბოს, იმავდროულად მსუბუქად შეისუნთქეთ ცხვირით.
ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებლად გაწმინდეთ გამფრქვევის ცხვირი და დაახურეთ ჩაჩი.
ფლაკონი გამოყენების წინ შანჯღრიეთ!
ხსნარი გააფრქვიეთ თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ. სასურველია, სპრეის გამოყენება მოხდეს მინიმუმ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს.
პრეპარატი უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის მოზრდილებისა და ბავშვებისთვის 2 წლის ზემოთ.
რეკომენდირებულია სპრეის გამოყენება პროფილაქტიკური მიზნით ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

ლორწოვან გარსთან პირველი კონტაქტისას ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს სიმჟავის შეგრძნება, რაც მყისიერად ქრება.
არ არის რეკომენდირებული ერთი ფლაკონის გამოყენება სხვადასხვა ადამიანის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გავრცელება.
გამოყენების შემდეგ გამფრქვევის ცხვირი უნდა გაიწმინდოს და დაეფაროს ჩაჩი.

გადამატებითი ინფორმაცია: ,,ვირაქსილი’’-ს გამოყენება არ გამორიცხავს უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობას, როგორიცაა პირბადის ტარება და ხელის დაბანა. პირბადე ეხმარება ადამიანს ინფექციისგან დაცვაში, თუმცა არ წარმოადგენს 100%-იანი დაცვის გარანტს. ,,ვირაქსილი’’-ს სპრეი უზრუნველყოფს დამატებით დაცვას გამოყენებიდან 50წმ-ის შემდეგ დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რაც გამოიხატება ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაში.


ორსულობა და ლაქტაცია: ,,ვირაქსილი’’-ს გამოყენება რეკომენდირებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

შეფუთვა: 30მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პეტის ფლაკონში სპრეის გამფრქვევით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

შენახვა:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურის პირობებში.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია!

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი _ III, გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 

მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.


საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.


ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46,  259-57-90.




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved