მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოვიტი D3 2000

ნეოვიტი D3 – 15000სე/მლ  
NEOVIთ  D3 – 15000IU/მლ 

გამოყენების ინსტრუქცია
ნეოვიტი D3 – 2000 სე; 5000 სე.
ნეოვიტი  D3 – 2000 IU; 5000 IU

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები დანამატი (მონოვიტამინის წყარო).
საერთაშორისო დასახელება: Cholecalciferol.
ტაბლეტის შემადგენლობა: 1 ტაბლეტი ,,ნეოვიტი D3’’ 2000 IU შეიცავს 50მკგ ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლს). 1 ტაბლეტი ,,ნეოვიტი D3’’ 5000 IU შეიცავს 125მკგ ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლს).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კალციუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, სახამებელი, პოვიდონი, -ტოკოფეროლი, მაგნიუმის სტეარატი.  
არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს, არ შეიცავს გმო-ს.
გამოყენების რეკომენდაცია: რეკომენდირებულია გამოყენება საკვები დანამატის სახით, როგორც D3 ვიტამინის (ქოლეკალციფეროლის) დამატებითი წყარო, ორგანიზმში მისი ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად.
დახასიათება: ,,ნეოვიტი D3’’  შეიცავს ვიტამინ D3 –ს – სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციონირებისთვის.
პერორალური მიღებისას D ვიტამინი პრაქტიკულად სრულად შეიწოვება (80%-მდე) წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში მიცელარული ნაერთების წარმოქმნის გამო. ქსოვილებში ჩმახ მიიღწევა 4-5 სთ-ის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია ოდნავ მცირდება და ერთ დონეზე ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
D ვიტამინის როლი ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში.
ძვლოვანი სისტემა. მონაწილეობს ფოსფორ-კალციუმის ცვლის რეგულაციაში: ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის დონეს სისხლში, ააქტივებს ძვლოვან მეტაბოლიზმს. ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცის გაზრდას და ამცირებს რაქიტის, ოსტეომალაციის განვითარების რისკს.
D ვიტამინის ნორმალური დონის შენარჩუნება აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით – ხანდაზმული პირებისათვის, როცა იზრდება დაცემის და ტრავმირების რისკი. ვიტამინი D ამაგრებს კბილებს ძირითადი სტრუქტურული კომპონენტის დენტინის წარმოქმნის სტიმულაციის გზით, ამცირებს კარიესის განვითარების რისკს.
ენდოკრინული სისტემა. D ვიტამინი მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის რეგულირებაში.
ნახშირწყლების და ცხიმების ცვლა. D ვიტამინი ხელს უწყობს ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის გაუმჯობესებას, დადებით ზემოქმედებას ახდენს გლუკოზისა და ინსულინის მეტაბოლიზმზე, D ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ინსულინ რეზისტენტობის განვითარების რისკ ფაქტორს. D ვიტამინი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ტრიგლიცერიდებისა და ლიპიდების  დონის შემცირებას და არსებით როლს ასრულებს გაცხიმოვნებისა და მეტაბოლური დარღვევების კორექციაში. D ვიტამინი აინჰიბირებს ლიპიდების ჟანგვის პროცესებს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა. D ვიტამინი დადებით ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვების კედლებსა და სისხლის შედედების პროცესებზე, რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულაციაში, ხელს უწყობს სისხლძარღვების ტონუსის ნორმალიზაციას.
კუნთოვანი სისტემა. ხელს უწყობს კუნთების სიძლიერისა და ნერვულ-კუნთოვან გამტარებლობის გაუმჯობესებას, რის გამოც მცირდება დაცემისა და მოტეხილობების განვითარების რისკი.
იმუნური სისტემა. ხელს უწყობს ჯანსაღი იმუნური ფუნქციის შენარჩუნებას როგორც თანდაყოლილ, ასევე შეძენილ იმუნიტეტზე ზემოქმედებით. ახდენს კანის, რესპირატორული ტრაქტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედებში საკუთარი ანტიმიკრობული ნივთიერებების სინთეზის პროცესების გააქტივებას, რის გამოც ამცირებს რესპირატორული დაავადებების (გაციება) განვითარების რისკს. D ვიტამინი არეგულირებს იმუნური უჯრედების მიერ ნივთიერებების (ანთების საწინააღმდეგო მედიატორების) სინთეზს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების დათრგუნვას.
რეპროდუქციული სისტემა. ასტიმულირებს მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჰორმონების: ესტროგენების, პროგესტერონის, ტესტოსტერონის სინთეზს. დადებით ზემოქმედებას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე როგორც ქალებში, ასევე – მამაკაცებში. კვლევებით დადგენილია, რომ ორსულობის პერიოდში დედის მიერ ვიტამინი D3-ის მიღებისას ბავშვებში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკი მცირდება.
ნერვული სისტემა. D ვიტამინი მონაწილეობს ნერვული სისტემის რეგულაციურ პროცესებში კოგნიტურ ფუნქციებზე დადებითი ზემოქმედებით  (მეხსიერება, ყურადღების კონცენტრირება, ინფორმაციის ათვისების უნარი, შრომისუნარიანობა). D ვიტამინს აქვს ნეიროპროტექციული მოქმედება - მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაზიანებისაგან ტვინის დაცვის მექანიზმებში. ტრიფტოფანის სეროტონინად გარდაქმნის პროცესში მონაწილების გზით ხელს უწყობს განწყობილების ამაღლებას.  
კანი. ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინტენსიფიკაციას და წარმოადგენს კანის დაბერებისაგან დამცავ ფაქტორს.
საჭმლის მომნელებელი სისტემა. D ვიტამინი დადებით ზემოქმედებას ახდენს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჰომეოსტაზზე, ხელს უწყობს ეპითელიალური ბარიერის დაცვას, მთლიანობის შენარჩუნებასა და აღდგენას. იმუნური უჯრედების ფუნქციაზე ზემოქმედების წყალობით, ხელს უწყობს ნაწლავში აუტოიმუნური ანთებითი პროცესების დათრგუნვას.     
ენერგეტიკული ცვლის რეგულაცია. D ვიტამინი, უჯრედების ენერგეტიკული პოტენციალის რეგულირებით, ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას და ორგანიზმის ტონუსის მომატებას: D ვიტამინის ზემოქმედებით უჯრედების მიტოქონდრიებში იზრდება ატფ-ის გამომუშავება, რომელიც წარმოადგენს ენერგიის უნივერსალურ წყაროს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესისთვის.
უჯრედოვანი ზრდის რეგულაცია. D ვიტამინი არეგულირებს უჯრედების ზრდას, განვითარებასა და განახლებას.
ვიტამინი D3, რომელსაც უწოდებენ ,,მზის ვიტამინს’’, წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება ვიტამინის აქტიურ ფორმად (1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლად). ვიტამინი D3–ის მიღების მეორე ბუნებრივი გზა არის საკვები პროდუქტები (ამისთვის საუკეთესო საშუალებაა თევზეული, ცილა, ღვიძლი, სოკო). ძირითადად დახურულ შენობებში ყოფნის გამო D3 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ვერ გამომუშავდება ორგანიზმში და ვითარდება D3 ვიტამინის დეფიციტი. ასევე 65 წლის ზემოთ ხანშიშესულ ადამიანებში კანის სისქის მომატების გამო აღინიშნება D ვიტამინის გამომუშავების უნარის დაქვეითება.
იმისთვის, რომ ორგანიზმს მიეწოდოს საკმარისი რაოდენობით ვიტამინი D3, მიუხედავად წელიწადის დროისა და მზის სხივების ზემოქმედებისა, რეკომენდირებულია მისი დამატებითი წყაროდან მიღება.
ნეოვიტი D3 2000 IU და 5000 IU-ს რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის შევსებას ხანგრძლივი დროით.
ჩვენებები:  ,,ნეოვიტი D3’’-ის გამოყენება რეკომენდირებულია
•    D ვიტამინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად;
•    კბილებისა და ძვლების გასამაგრებლად;
•    იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
•    დაღლილობის მოსახსნელად და ტონუსის ასამაღლებლად;
•    კუნთების მოსაძლიერებლად;
•    ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად;
•    რეპროდუქციული ფუნქციის ხელშესაწყობად.
მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში D ვიტამინის დონეზე. ამისთვის საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.  
,,ნეოვიტი D3’’ 2000 სე ტაბლეტების დოზირება. ბავშვებში 3-დან 12 წლამდე: მიიღება 1 ტაბლეტი ყოველ მე-2 დღეს.
ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში.
,,ნეოვიტი D3’’ 5000 სე ტაბლეტების დოზირება:
ბავშვებში და მოზარდებში (11-დან 17 წლამდე): მიიღება 1 ტაბლეტი კვირაში ერთხელ;
მოზრდილებში 17 წლის ზემოთ: მიიღება 1 ტაბლეტი ყოველ მე-2 დღეს.
სიფრთხილის ზომები: არ შეიძლება რეკომენდირებული დოზების გადაჭარბება. კვებითი დანამატი არ შეიძლება გამოვიყენოთ კვების სრულფასოვანი რაციონის ჩასანაცვლებლად.  
ზრდასრული და ხანში შესული პირებისთვის რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 4000სე-ს (100მკგ/დღე-ღამეში). აუცილებლობის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში D3 ვიტამინი ორგანიზმს უნდა მიეწოდებოდეს საკმარისი რაოდენობით. დოზის გადაჭარბება შეიძლება უარყოფითად აისახოს დედისა და შვილის ჯანმრთელობაზე. ორსულობის პერიოდში ვიტამინ D3 –ის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციების გამოვლენა, ჰიპერვიტამინოზის ნიშნების განვითარება.
დოზის გადაჭარბება. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, შფოთვა, წყურვილის შეგრძნება, ფაღარათი, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ტემპერატურის მომატება.
მკურნალობა: შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
უკუჩვენება: არ გამოიყენება საკვები დანამატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე ალერგიულობისას, ანამნეზში ცელიაკიას არსებობისას.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: #10 ტაბლეტი პვქ/ალუ კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
მეორადი შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა:  2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს
25°C ტემპერატურის პირობებში.


მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46,  259-57-90.





"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved