მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
კუნელის ნაყენი 25მლ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის კარდიოტონური საშუალება

საერთაშორისო სახელწოდება: კუნელის ნაყენი.

ათქ კოდი: C01EB04.

წამლის ფორმა: ნაყენი.

შემადგენლობა (25მლ-ზე): კუნელის ნაყოფები – 1,87გ; კუნელის ყვავილები - 0,62გ; 70% ეთილის სპირტი - საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.                                                                                               

შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.

ჩვენებები:

გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;

ანგიონევროზები;

კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.

გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რექციები, გამონაყარი, ქავილი. 

დიდ დოზებში ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს  ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია.

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ (წვეთები უნდა განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში). მკურნალობის კურსი დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება  მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება:  

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

ბავშვთა ასაკი 12 წლამდე. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: თავბრუსხვევა, კანკალი, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება.

მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადების, ალკოჰოლიზმის, თავის ტვინის დაავადების დროს, თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოშვების ფორმა: 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურავით 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

შენახვის პირობები:  ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.  




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved