მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ლეომენთი 100მლ სიროფი
  ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.

წამლის ფორმა: სიროფი.

შემადგენლობა:  

შავბალახას სითხოვანი ექსტრაქტი - 20 მლ; პიტნის ნაყენი - 2,5 მლ; სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი 96%; სორბიტის სიროფი - 100 მლ-მდე;

,,ლეომენთი’’ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა  კომპლექსს: ეთეროვან ზეთებს, ფლავონოლურ გლიკოზიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინქველოზიდი), საპონინებს, ალკალოიდ ლეონურინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

არ შეიცავს შაქარს, დამზადებულია სორბიტზე!


ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკონვულსიური მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს. 


ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები, უძილობა, მომატებული აღგზნებულობა, შიში, დაძაბულობა; ნეიროგენული არითმია; მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა.


უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;


მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, საკვების მიღების დროს.

მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი (15მლ) სიროფი 3-4-ჯერ დღეში;

ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი (2,5მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში;

ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში;

ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1 დესერტის კოვზი (10მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირა. კურსის გამეორება დასაშვებია 1 თვის შემდეგ.


გვერდითი მოვლენები: დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.


დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.


ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ,,ლეომენთი” ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას. 


დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


გამოშვების ფორმა:  

პირველადი შეფუთვა: 100 მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის  ფლაკონში. 

მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის მზომ ჭიქასთან ერთად.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.


ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

შენახვის პირობები:

15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.


აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.  




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved