მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
მედიგელის ემპლასტრო №5 ფირი
 

 

სამკურნალო საშუალება 
მედიგელი
MEDIGELI  
ემპლასტრო

 

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა:
ფირის 1სმ2 შეიცავს ნატრიუმის დიკლოფენაკის 5.10-4გ-ს; აგარს; დიმეთილსულფოქსიდს; დიეთილამინის ჰიდროქლორიდს; წყალს.

 
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებებით. პრეპარატის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკირება.
დიმექსიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ბაქტერიოსტატიკური და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ანთების კერაში ჰიდროქსილური რადიკალების ინაქტივაციისა და მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესების ხარჯზე. იგი ხელს უწყობს სამკურნალო საშუალებების სწრაფ შეღწევას კანის გავლით.

სხვადასხვა მექანიზმების მქონე დიკლოფენაკისა და დიმექსიდის თანხვედრილი მოქმედება განაპირობებს მდგრად თერაპიულ ეფექტს.

”მედიგელი”-ს ფირი უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების პროლონგირებულ (24 სთ) მიწოდებას დაზიანებულ კერაში, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მის ეფექტურობას.


ჩვენება:
რევმატოიდული ართრიტი, იდიოპათური მაანკილიზებელი და სერონეგატიური სპონდილოართრიტები, სახსრებისა და ხერხემლის (ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი) ოსტეოართროზი, სახსრების მიმდებარე რბილი ქსოვილების დაავადებები, პოდაგრული და სხვა მეტაბოლური ართრიტები, სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების ტრავმული დაზიანებები.


უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.


მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს მოაცილეთ პოლიეთილენის ფირფიტის არაწებვადი ნაწილი, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას და თბილად გადაიხვიეთ 24 სთ განმავლობაში. არ გამოიყენოთ დამწოლი ნახვევი. ~მედიგელის~ გამოყენების სიხშირე განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.


გამოშვების ფორმა:
6*8*0,3სმ ზომის მედიგელის ფირები იფუთება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის ფირფიტაში. #5 ფირფიტა თავსდება მუყაოს კოლოფში. 
ვარგისიანობის ვადა:
1,5 წელი.
შენახვის წესი:
ინახება არაუმეტეს 20°C ტემპერატურულ პირობებში სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved