მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოართრი 50მლ ხსნარი
 წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი.

 

შემადგენლობა:   (50მლ-ზე)

წიწაკის ნაყენი  - 45 მლ

მენთოლი  - 3 გ

ევკალიპტის ზეთი   - 1 მლ

დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი.   

     

აღწერილობა. ძლიერ ცხარე გემოს მქონე წითელი ფერის გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისა და მენთოლის დამახასიათებელი სუნით. დასაშვებია ნალექის არსებობა.


ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

,,ნეოართრი’’ ხასიათდება ადგილობრივი გამაღიაზიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. 

პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების მიერ კანის რეცეპტორების გამაღიზიანებელი მოქმედებით, რაც იწვევს რეფლექტორულ რეაქციებს.

წიწაკის ნაყენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, უპირატესად ალკალოიდ კაპსაიცინს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას და ჯანმრთელი კანის ზედაპირზე შეზელისას იწვევს სითბოს შეგრძნებას.

მენთოლი ასტიმულირებს სიცივის შეგრძნების რეცეპტორებს და ამცირებს ტკივილს. სიცივის პირველადი შეგრძნება მალე იცვლება სითბოს შეგრძნებით. 

ევკალიპტის ზეთს აქვს ადგილობრივ გამაღიზიანებელი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.  


ჩვენებები: ართრიტები, პლექსიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, მიალგია, ტენდოვაგინიტი.


უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 


გაფრთხილება: არ შეიძლება პრეპარატის შეზელვა, თუ დარღვეულია კანის ზედაპირის მთლიანობა!


გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. 

მენთოლისადმი მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.


გამოყენების წესი და დოზირება: შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას 2-3-ჯერ დღეში. შეზელვის შემდეგ შეიხვიეთ თბილად.



დოზის გადაჭარბება:  დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


ორსულობა და ლაქტაცია: ,,ნეოართრი’’-ს გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.


გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.


გამოშვების ფორმა: 

პირველადი შეფუთვა: 50მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. 

მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან და პოლიეთილენის ხელთათმანთან ერთად.


ვარგისობის ვადა: 3 წელი.


ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.


შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.


აფთიაქიდან გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III -გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.




"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved