მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოპლატი #20 კაფ
  

ნეოპლატი

,,Neoplati’’ in capsulis 

კაფსულებში  

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:   მ_ქოლინოლიზური საშუალება.

შემადგენლობა:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატი - 0,005 გ;
კალიუმის ბრომიდი  - 0,15 გ; კოფეინ-ნატრიუმ ბენზოატი - 0,15 გ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მარეგულირებელი მოქმედება.

ჩვენება:

  • თავის ტკივილი (შაკიკისმაგვარი, თავის ტვინის სისხლძარ¬ღვების სპაზმით გამოწვეული);
  • ზღვის დაავადება~ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი ტრანსპორტით მგზავრობისას);
  • სანაღვლე, კუჭ-ნაწლავის და საშარდე სისტემის სპაზმური ტკივილები;
  • ბრადიკარდიით და ბრადიარითმიით მიმდინარე ნეიროცირკულაციური დისტონია;
  • როგორც დამხმარე საშუალება ბრონქული ასთმით დაავადებულებში ბრონქოსპაზმის მოსახსნელად.

 

გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა).

უკუჩვენება:
პირის სიმშრალე, გულისცემის აჩქარება, გუგების გაფართოება.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორულად 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ან მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.

გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტარი თავსდება  მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:     ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:    2 წელი.

შენახვის წესი: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან   
დაცულ, გრილ ადგილზე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved