მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
პიტნის ნაყენი 25მლ
 წამლის ფორმა: ნაყენი. 


ათქ კოდი:
A03AX.

შემადგენლობა (25მლ-ზე):
პიტნის ფოთლები – 1,25გ;
პიტნის ზეთი 1,25 გ;
90% ეთილის სპირტი _ საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.

შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი - 60%, მენთენი - 10-25%), ოლეინის და ურსულის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის, გულის სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს მადას.
ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ზემო სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელის ფუნქციის აღდგენას.

ჩვენება:
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები;
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა;
•    მეტეორიზმი;
•    ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
•    ღებინება, გულისრევა;
•    ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი).

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად 10-15 წვეთი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ (წვეთები უნდა განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში).

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
: ბავშვებში ინჰალაციის სახით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მენთოლის ზემოქმედებით შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი და რეფლექსურად მოხდეს სუნთქვის დათრგუნვა.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

დოზის გადაჭარბება:
დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.

დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
: არ არის შესწავლილი.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
 
შეფუთვა: 25მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი : შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46;


"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved