მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ზელენინი-ნეო 25მლ წვეთები
ანტიქოლინერგული საშუალება
ათქ კოდი: CO1EX.

საერთაშორისო სახელწოდება:  შმაგას ნაყენი + შროშანას ნაყენი +  კატაბალახას ნაყენი + მენთოლი (Belladonnae tinctura+tinctura Valerianae+Convallariae tinctura+Menthol)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიქოლინერგული საშუალება.

შემადგენლობა: შმაგას ნაყენი - 5მლ;  შროშანას ნაყენი – 10მლ; კატაბალახას ნაყენი – 10მლ; მენთოლი - 0,2გ;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საგულე გლიკოზიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს, ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰიოსციამინი, სკოპოლამინი).

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური, სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, ხსნის ნეიროგენულ არითმიებს. აქვეითებს სანერწყვე, კუჭის, საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ჩვენება:
•    ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი;
•    ნეიროგენული ბრადიარითმიები, ბრადიკარდია;
•    კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა;
•    ჰიპერაციდული გასტრიტი;
•    კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;

გვერდითი მოვლენები: ტახიკარდია, პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, ჰიპერთერმია, არითმია. დიდი დოზით მიღება იწვევს ძილიანობას, შრომის უნარის დაქვეითებას.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად. წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში.  
მოზრდილთათვის: 10-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.  

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).

უკუჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
•    კუჭქვეშა ჯირკვლის ჰიპერტროფია;
•    გლაუკომა;
•    ორსულობა;
•    ლაქტაციის პერიოდი;
•    ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ,,ზელენინი-ნეო”-ს წვეთები ასუსტებს ანტიარითმიული საშუალებების მოქმედებას, აძლიერებს სპაზმოლიზური, სედატიური, საძილე პრეპარატების ეფექტს.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და ისეთ მექანიზმებთან მუშაობის დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებას, სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, კარგ მხედველობას.

დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.

სიფრთხილე: ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტების მიერ ზელენინის წვეთების პრეპარატ ბეროტეკთან, სალბუტამოლთან, იზადრინთან და სხვ. ერთად სისტემატიურად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რომ არ განვითარდეს ტაქიკარდია.

გამოშვების ფორმა: 25მლ ხსნარი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.


"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved