მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ერითრომიცინი 250მგ #20 ტაბ
  

 


გამოყენების ინსტრუქცია

 

 

,,ერითრომიცინი''
,,ERYTHROMYCIN''   

 

შემოგარსული ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. 

   

შემადგენლობა:
ერითრომიცინის  სტეარატი _ 250მგ  
Erythromycin Stearate                         
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, სახამებელი, მაგნიუმის კარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის სტეარატი, საქაროზა, ტალკი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი.
ტაბლეტის წონა 530მგ+15%.     

                           

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ერითრომიცინი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით. მისი ანტიმიკრობული ეფექტი განპირობებულია ბაქტერიული უჯრედის ცილების სინთეზის პროცესის დარღვევით.
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტაპჰყლოცოცცუს სპპ;  შტრეპტოცოცცუს სპპ; მათს შორის შ. Pნეუმონიაე, ჩლოსტრიდიუმ სპპ; Bაცილლუს ანტჰრაცის, ჩორინებაცტერიუმ დიპჰტჰერიაე) და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიები (Neisseria gonorrhoeae, Neisseria gonorrhoeae, Haemophillus infuenzae, Bordetella pertussis, Brucella spp; Legionella spp;), ასევე Mycoplasma spp; Chlamidia spp; Spirochaetaceae, Rickettsia spp;.
ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმრავლესობა, მათს შორის: Esherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე Shigella spp., Salmonella spp..

 

ფარმაკოკინეტიკა: ერითრომიცინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების უმრავლესობაში. მენინგიტის დროს იზრდება პრეპარატის შეღწევადობა ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ერითრომიცინი კონცენტრირდება ღვიძლის ქსოვილში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გავლენა ერითრომიცინის ექსკრეციაზე არ არის დადგენილი.
პერორალურად მიღებისას ერითრომიცინის 5%-ზე ნაკლები უცვლელად გამოიყოფა თირკმელებით. ერითრომიცინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, მაგრამ მისი კონცენტრაცია ნაყოფის პლაზმაში უმნიშვნელოა.

 

ჩვენება: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათს შორის: დიფთერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონერების დაავადება, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, ბრონქიტი, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი, მასტიტი, ოსტეომიელიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები.

 

უკუჩვენება:

  • მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • (ანამნეზში - სიყვითლე).

 

უსაფრთხოების ზომები:
ერითრომიცინით მკურნალობის დროს შეიძლება სწრაფად განვითარდეს მიკროორგანიზმების მდგრადობა ანტიბიოტიკისადმი. ამასთანავე, ადგილი აქვს ჯვარედინ რეზისტენტობას მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის მოშლით;
ერითრომიცინის მიღება არ შეიძლება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად.

 

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: ერთჯერადი დოზა შეადგენს 250მგ-ს, მძიმე დაავადებების დროს -  500მგ-ს ყოველ 4-6 სთ-ში 1-1,5 სთ-ით ადრე საკვების მიღებამდე ან საკვების მიღებიდან 2-3სთ-ის შემდეგ.
მოზრდილებში უმაღლესი ერთჯერადი დოზაა 500მგ, ხოლო სადღეღამისო დოზა - 2-3გ (2000-3000მგ).
ბავშვებში: 4 თვიდან 18 წლამდე - 30-50მგ/კგ წონაზე დღე-ღამის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის გათვალისწინებით. სადღეღამისო დოზა ნაწილდება 2, 3 ან 4 მიღებაზე (ყოველ 6სთ-ში - 4-ჯერ დღე-ღამეში, 8სთ-ში _3 ჯერ დღე-ღამეში და 12 სთ-ში _ 2-ჯერ დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და შედაგენს 5-14 დღეს. 

 

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რექციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი). Pპრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.
 
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:  ერითრომიცინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.   
ერითრომიცინი გადადის დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ერითრომიცინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას, ასევე მჟავე წვენები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული აცეტილცისტეინთან, ლინკომიცინთან, კლინდამიცინთან ერთად. ერითრომიცინი ამცირებს თეოფილინის კლირენსს და აბრკოლებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს, ზრდის შრატში მის კონცენტრაციას და პოტენციურ ტოკსიკურობას.
ერითრომიცინმა შეიძლება შეამციროს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ვარფარინის) კლირენსი და გამოიწვიოს ჰიპოპროთრომბინემიული ეფექტის პოტენცირება. ერგოტამინისა და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პერიფერიული ვაზოსპასტიკური ეფექტის განვითარება. პრეპარატი აფერხებს ციკლოსპორინის ელიმინაციას და იწვევს კრეატინინის რაოდენობის ზრდას პლაზმაში. ერითრომიცინსა და ოლეანდომიცინს აღენიშნებათ ჯვარედინი რეზისტენტობა.

 

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს  კოლოფში.
 
გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: ინახება 15-25°С ტემპერატურულ პირობებში.

ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი'',
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 59-57-90, 59-64-46.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved