მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ვინკაბრალი #20 ტაბ
 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტვინში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება. 

ათქ კოდი:  C04AX07.

საერთაშორისო სახელწოდება:  ვინკამინი  (Vincamine). 

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

შემადგენლობა: 

აქტიური სუბსტანცია: ინდოლური ალკალოიდი ,,ვინკამინი’’ (Vincamine) - 0,02გ; 

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი (Amylum)-0,1156გ, პოლივინილპიროლიდონი (Povidone)-0,005გ, კალციუმის სტეარატი (Calcii Stearas)–0,0014გ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  პრეპარატი ხასიათდება სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური და ზომიერი სედატიური  მოქმედებით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, ზრდის მიკროცირკულაციას და ტვინის ქსოვილების მიერ ჟანგბადის უტილიზაციას; აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის ყურადღების  კონცენტრირების უნარს;


ჩვენება: 

სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა თავის ტვინში; (სპასტიური ან ათეროსკლეროზული გენეზის); 

ყურადღების კონცენტრაციის უნარის, მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება ასაკოვან ადამიანებში (გამოწვეული თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, დიაბეტური ანგიოპათიით);

იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ქალასშიგა წნევის მომატება; 

შაკიკი; თავბრუსხვევა;

ნეიროგენული სინუსური ტაქიკარდია;

ჰიპერტონული დაავადების საწყისი სტადია; 


უკუჩვენება: 

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; 

არტერიული ჰიპოტენზია; 

თავის ტვინის სიმსივნე;

გვერდითი მოვლენები: 

ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია;

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.

იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.


მიღების წესი და დოზირება: 

მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. 

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 10 დღე.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის მიღებათა ჯერადობა გაიზარდოს 4–მდე, ხოლო მკურნალობის კურსი - 30 დღემდე. ეფექტის შესანარჩუნებლად მიიღება 2-2 ტაბლეტი დღეში 1-2-ჯერ. პრეპარატის მიღება შეიძლება ხანგრძლივად;

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: ჰიპოტენზიურ და ანტიაგრეგაციულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას ვინკაბრალი აძლიერებს მათ ეფექტს.

ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: გვერდითი მოვლენებიდან გამომდინარე, სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტომობილისა და მექანიზმების მართვის დროს.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღება.

სიფრთხილე: სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდის ინფარქტი ან აქვთ არითმია. 

დოზის გადაჭარბება: მონაცემები არ არსებობს. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

გამოშვების ფორმა:

პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე. 

მეორეული შეფუთვა: 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში;

შენახვის პირობები:

ინახება 15-25°C  ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი;

ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved