მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ალოფერი #20 კაფ

ანტიანემიური საშუალება


წამლის ფორმა: კაფსულები.

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანციები: რკინის (II) სულფატი - 50მგ რკინის შემცველობით; ფოლის მჟავა - 1მგ; ასკორბინის მჟავა - 50მგ; ალოეს მშრალი ექსტრაქტი - 50მგ;
დამხმარე ნივთიერება: აეროსილი.                        

ალოეს მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რკინის (II) სულფატი:
•    რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
•    აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
•    შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
•    დეპონირდება ორგანიზმში.
ასკორბინის მჟავა:
•    განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
•    აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
•    არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
•    უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
•    მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
ფოლის მჟავა:
•    აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს;
•    მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში.
•    ფეხმძიმობის დროს ორგანიზმს იცავს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი:
•    აქვს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
•    შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
•    აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
•    აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.

ჩვენება:
•    სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული (რკინადეფიციტური) ანემიები;
•    გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
•    რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

უკუჩვენება:
•    სხვა ეტიოლოგიის ანემიები;
•    ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
•    კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
•    ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
•    დიფუზური გლომერულონეფრიტი;

გვერდითი მოვლენები:

ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.

მიღების წესი  და დოზირება:  პერორალურად.
მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
4-7 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
14-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 4-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8-12 კვირა.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორგანიზმში რკინის დეფიციტის დადგენისას ალოფერის კაფსულები ინიშნება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.

ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ყურადღების კონცენტრირებასა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სიფრთხილე: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.

დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზია, სიფერმკრთალე, წნევის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გონების დაბინდვა, დიარეა სისხლის მინარევით, ღებინება, ციანოზი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, რძის, უმი კვერცხის მიღება. სპეციფიკური მკურნალობისთვის ინიშნება დეფეროქსამინი პერორალურად და პარენტერალურად. მწვავე მოწამვლისას, როცა ჯერ კიდევ არ არის რკინა ადსორბირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ინიშნება 5-10გ დეფეროქსამინს (10-20 ამპულის შიგთავსს ხსნიან წყალში). ხოლო ადსორბირებული რკინის შესაბოჭად დეფეროქსამინი შეჰყავთ კუნთში ნელა, ბავშვებში – 15მგ/სთ-ში, მოზრდილებში – 5მგ/კგ/სთ (80მგ-მდე/კგ/დღე-ღამეში). მსუბუქი მოწამვლისას - ბავშვებში კუნთში შეჰყავთ 1გ ყოველ 4-6 სთ-ში, მოზარდებში – 50მგ/კგ (4გ-მდე/დღე-ღამეში).

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა:  2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება 18-25ºС ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.  

"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved