მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ვიტამინი C-100მგ #40 ტაბ (ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი)
წამლის ფორმა: ტაბლეტები. 

ათქ კოდი:  A11GA01. 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური საშუალება.

შემადგენლობა: ასკორბინის მჟავა – 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, E 104.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება: ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას, საკვებიდან რკინის შეწოვას, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; მონაწილეობას ღებულობს სისხლის შედედების, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მათ შორის ვიტამინ B12-ის სინთეზში; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების  განვლადობას.

ამ პროცესებში მონაწილეობით ვიტამინი C გავლენას ახდენს ანთებით და ალერგიულ რეაქციებზე და ხელს უწყობს აღდგენითი და დამცველობითი პროცესების მიმდინარეობას ორგანიზმში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.

გამოყენება:  ჰიპო- და ავიტამინოზი, დაქვეითებული იმუნორეზისტენტობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა, ღრძილებიდან სისხლდენა, მადის დაქვეითება, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა, რკინადეფიციტური ანემიები, სისხლდენებისადმი მიდრეკილება, გამოწვეული კაპილარების კედლების გაზრდილი განვლადობით, დაავადებების გადატანის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

უკუჩვენება: ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 

მიღების წესი და დოზირება:  მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.

მოზრდილებში: 100მგ-დან 600მგ-მდე დღე-ღამეში (1 - დან 6 ტაბლეტამდე დღე-ღამეში); 

ბავშვებში 1-დან 6 წლამდე: 100მგ (1 ტაბლეტი დღე-ღამეში);

ბავშვებში 6 წლის ზემოთ: 100მგ-დან 300მგ-მდე (1-დან 3 ტაბლეტამდე დღე-ღამეში).

დოზის გადაჭარბება: ვიტამინი С-ს მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თავის ტკივილი, პოლიურია, კრუნჩხვები, დიარეა, ღებინება, გულისრევა. შარდის მჟავიანობის მნიშვნელოვანი გაზრდის გამო არსებობს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის რისკი (ურატული, ოქსალატური და ცისტეინური). მკურნალობა სიმპტომურია. ვიტამინი С-ს ტოქსიკური დონეები არ მიიღწევა, ვინაიდან დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ლიტერატურაში აღწერილია 4 თვის განმავლობაში 15გ ვიტამინი С ყოველდღიურად მიღების შემთხვევა გვერდითი რეაქციების გამოვლინების გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია: ვიტამინი С რეკომენდირებულია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ვიტამინი С არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები:  მითითებული დოზების მიღებისას გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.

ვიტამინი С-ს მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას (1 გ-ზე მეტი დღეში) შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანის სიწითლე, შარდის გაძლიერებული გამოყოფა.

მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება შექმნას პირობა თირკმელებში კენჭების წარმოშობისთვის.

შეფუთვა: 20 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერზე. 2 ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვა: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადის გასვლის, ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved