მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ჰელმიციდი
გაიცემა რეცეპტის გარეშე!!!
ჰელმიციდი 

გამოყენების ინსტრუქცია


წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ცერეცოს თესლი _ 0,05გ; ათასფურცელას ბალახი - 0,03გ; ტარხუნას ფოთლები - 0,03გ; მიხაკის კვირტები - 0,03გ; აბზინდას ბალახი _ 0,02გ; პიტნის ფოთლები _ 0,04გ; კოჭას ბოლქვები - 0,04გ; ბაბუაწვერას ფესვები – 0,01გ; ვიტამინი ჩ _ 0,07გ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,ჰელმიციდი’’ წარმოადგენს ანტიჰელმინთური მოქმედების მქონე მცენარეულ ნაკრებს კაფსულებში. ფიტოკომპლექსი წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისა და ჭიებისაგან, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტებით იწამლება ორგანიზმი და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.  
,,ჰელმიციდი’’-ს კაფსულების საფუძველია აბზინდას ბალახი და მიხაკის კვირტები. აბზინდას ბალახი, მასში სანტონინის შემცველობის გამო, მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის პარაზიტის ზრდასრულ და შუალედურ ფორმებზე, მიხაკი - მათ კვერცხებსა და ჭუპრებზე, იმბირი კი აძლიერებს აბზინდასა და მიხაკის ჰელმიციდურ ეფექტს. ამ სამი მცენარის კომპლექსური გამოყენება უზრუნველყოფს  ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნას, მათ განადგურებას.
,,ჰელმიციდი’’-ს მცენარეული ნაკრების შემცველი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მწარეების ზემოქმედებით ძლიერდება მარილმჟავას, კუჭის წვენისა და სხვა საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეცია, რაც ასევე დამღუპველად მოქმედებს პარაზიტებზე და ხელს უშლის განმეორებით ინვაზიას. 
პარაზიტების დახოცვისა და დაშლის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ტოქსინები, რომელთა ღვიძლში განეიტრალების პროცესს ხელს უწყობს ,,ჰელმიციდი’’-ს კაფსულებში შემავალი ბაბუაწვერას ფესვები და ვიტამინი ჩ. ტოქსინების გადამუშავების პროდუქტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. ბაბუაწვერა, აბზინდა, ათასფურცელა, პიტნა ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, ხოლო გვირილას აქვს შარდმდენი ეფექტი. 
ჭიები აზიანებენ ნაწლავის კედლებს მასზე მიმაგრების ადგილებში. აღნიშნულ უბნებში ვითარდება ანთებითი პროცესები და მტკივნეული სპაზმური მოვლენები. ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება ,,ჰელმიციდში’’ შემავალი ათასფურცელა - ძლიერი ჭრილობის შემახორცებელი მოქმედების გამო, რომელიც  მიხაკთან, აბზინდასთან, პიტნასთან და იმბირთან კომპლექსში ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაქრობას, ტკივილისა და სპაზმის მოხსნას.
ჩვენებები:
სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები;
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
თავის ტკივილი, შაკიკი;
ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი ან მოდუნებულობა ბავშვებში;
დისკომფორტი მუცლის არეში, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები, მათ შორის: ყაბზობა, დისბაქტერიოზი და ა.შ.
იმუნი¬ტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები;
ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისაგან; 
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, საკვების მიღების დროს ან კვებიდან 15-20 წთ-ის შემდეგ. 
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ასაკის ზევით: 1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
მკურნალობის მინიმალური კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას.
რეკომენდირებულია მკურნალობა გაგრძელდეს 1 თვემდე. განმეორებითი კურსის ჩატარება დასაშვებია ერთკვირიანი შესვენების შემდეგ.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული.
პაციენტებისთვის რომელთაც აღენიშნებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი მომატებული მჟავიანობის ფონზე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 
10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე. 3 ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება არა უმეტეს 25˚ჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.


"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved