მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
სელის წვენი
სიახლე !!!
»ფასი 1ლ  →  2    ლარი
         0,5ლ→ 1,30ლარი
 
 
შემადგენლობა: სელის თესლის ლორწო, პექტინი, დამატკბობელი, ლიმონმჟავა, კონსერვანტი, ატმის არომატი. 

სელის ლორწო შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მცენარეულ ბოჭკოს, მონო და დისაქარიდებს, ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს; ვიტამინებს: A, B1, B2, B5, B6, B9, С, E, PP, K, ქოლინს; მიკრო ელემენტებს: რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი; მაკრო ელემენტებს: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი; ცხიმოვანი მჟავებს: ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9; ანტიოქსიდანტებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება და გამოყენება: სელის წვენი აქვეითებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, სელის თესლის ბოჭკოვანი უჯრედები ხელს უწყობენ წონის კორექციას და ებრძვიან ჭარბი ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში. პოლისაქარიდების მაღალი შემცველობის გამო, სელის წვენი ამცირებს დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალო მოქმედება. სელის წვენი ეკოპროტექტორია. მასში არსებული პექტინოვანი ნივთიერებები წარმოქმნიან კომპლექს ნაერთებს მძიმე მეტალებთან და რადიონუკლიდებთან, ხელს უშლიან ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30წთ-ით ადრე.  
სასურველი ეფექტის მისაღებად სელის წვენის გამოყენება რეკომენდირებულია რამდენიმე კვირის განმავლობაში.

უკუჩვენებები: არ არის რეკომენდირებული მიღება ნაწლავთა გაუვალობის, მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს, განსაკუთრებით გამწვავების პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატებთან ერთდროული მიღების დროს აქვეითებს მათ შეწოვას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა  და ლაქტაციის პერიოდში მიიღება სიფრთხილით.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს არასასიამოვნო შეგრძნებები ღვიძლის არეში.

გამოშვების ფორმა:  0,3ლ, 0,5ლ და 1ლ წვენი პოლიეთილენის ბოთლში.

ვარგისიანობის ვადა: 6 თვე.

შენახვის პირობები: შენახვის რეკომენდირებული ტემპერატურაა: 8-25ჩ, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
დამზადებულია ნატურალურ მცენარეულ ნედლეუზე. წვენში დასაშვებია 0,9%-მდე ნალექის არსებობა. 
 
მწარმოებელი:   შპს “ნეოფარმი”.
 
 
! ენდეთ ქართულს !!! ენდეთ ნეოფარმს !!!  



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved