მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ასკილის წვენი უშაქრო 0.5ლ და 1ლ
სიახლე!!! ნატურალური პოლივიტამინური საშუალება

შემადგენლობა:
ასკილის ნაყოფი – 100გ/1ლ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები
სვიტლე , ასკორბინის მჟავა, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, წყალი.

აღწერა: მოყავისფრო, მოწითალო ელფერის მქონე სითხე, არომატული სუნით და გემოთი.  
ასკილის წვენი ხასიათდება მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური აქტივობით, რომელიც გამოწვეულია ძირითადად ასკორბინის მჟავას შემცველობით. ასკორბინის მჟავას აქვს აღმდგენი თვისებები, ის უშუალოდ მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების, რიგი ფერმენტების აქტივაციაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, არეგულირებს სისხლის შედედების უნარს, სისხლძარღვების განვლადობას, მონაწილეობას ღებულობს კოლაგენის, სტეროიდული ჰორმონების სინთეზში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტარულ აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.   

გამოყენების რეკომენდაცია: 
ასკილის წვენის მიიღება როგორც პროფილაქტიკური საშუალება გაციების, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციების; დასუსტებული იმუნიტეტის, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის; გადაღლილობის, ასთენიური მდგომარეობის; ათეროსკლეროზის, თვალის დაავადებების დროს, დაავადებების გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდში;
როგორც სეკრეციის გამაუმჯობესებელი საშუალება ქრონიკული გასტრიტისას შემცირებული სეკრეციით, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება: 
ზოგადი მატონიზირებელი და ვიტამინური საშუალების სახით მიიღება 1/2 – 1  ჭიქა წვენი 2-3-ჯერ დღეში.
ქრონიკული გასტრიტისას შემცირებული სეკრეციით, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს რეკომენდირებულია 1 ჭიქა ასკილის წვენის მიღება სამჯერ დღეში საკვების მიღებამდე.

უკუჩვენება
    გასტრიტი მომატებული მჟავიანობით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
•    თრომბოფლებიტი, გულის უკმარისობა (III ხარისხის), ენდოკარდიტი, რადგან ზრდის სისხლის შედედების უნარიანობას.


გვერდითი მოვლენები:
არ არის რეკომენდირებული ასკილის წვენის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღება, რადგან იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევას. 

გამოყენების უსაფრთხოება (სიფრთხილე): 
ასკილის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ემალის დაზიანება მასში ასკორბინის მჟავას მაღალი შემცველობის გამო. ამიტომ რეკომენდირებულია პირის ღრუში თბილი წყლის გამოვლება.

შეფუთვა:

300მლ, 500მლ, 1000მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ბოთლში მიხრახნილი თავსახურით.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 8-25°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: 6 თვე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved