მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ბიოანტიოქსი #20 კაფ
ბუნებრივი წარმოშობის ანტიოქსიდანტური საშუალება

შემადგენლობა:
ყურძნის წიპწის მშრალი ექსტრაქტი “ბიოფლავი - 1” - 0,1გ; ვიტამინი С  - 0,05გ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუნებრივი წარმოშობის ანტიოქსიდანტური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ”ბიოანტიოქსი” არის P ვიტამინური აქტივობის მქონე საშუალება, გამოიყენება P ვიტამინის ჰიპო და ავიტამინოზით გამოწვეული დაავადებების დროს პროფილაქტიკის მიზნით.
ყურძნის წიპწის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს – პროანთოციანიდინებს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იკავშირებენ თავისუფალ რადიკალებს და იცავენ ორგანიზმს მათი ტოქსიური ზემოქმედებისაგან. ასევე პროანთოციანიდინები აფართოებენ სისხლძარღვებს, ამცირებენ მათ სიმყიფეს, ზრდიან მათ ელასტიურობას, აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას, ხელს უწყობენ კოლაგენის სტრუქტურის შენარჩუნებას, ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ემსახურებიან ვარიკოზების პროფილაქტიკას, ხასიათდებიან ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ეფექტით;

გამოიყენება: სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევისას, კაპილარების კედლების განვლადობის შემცირების მიზნით, სისხლძარღვთა და იმუნოკომპეტენტური სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, ორსულები და მეძუძური ქალები.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობისას მნიშვნელოვანია კვებითი დანამატის ყოველდღე და ერთსა და იმავე დროს მიღება.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოშვების ფორმა:  
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვა: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.


"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved