მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ქართული ფარმაცევტული საწარმო

      ნეოფარმი თავისი ისტორიის ათვლას იწყებს 1997 წლის 13 მაისიდან. 21 წელია რაც იგი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია. საწარმოს პორტფელი ძირითადად წარმოდგენილია სამამულო, ინოვაციური, ორიგინალური, პროპრიეტარული, მაღალ ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო სამკუნალ-წამლო საშუალებებით, რომელთა ავტორები საქართველოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევარები, ფარმაცევტები და ექიმები არიან.  

 

    დღეისათვის ფარმაცევტული საწარმო ნეოფარმი სერიულად უშვებს 200-ზე მეტ დასახელების სამკუნალო საშუალებას, რომელთაგან 40 არის უნიკალური რეცეპტურის მქონე. ნეოფარმის მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებები ფარმაკოლოგიური ჯგუფებისა და წამალთფორმების კუთვნილების მიხედვით მრავლმხრივია. საწარმო სერიულად უშვებს ნაყენებს, ექსტრაქტებს, სიროფებს, მცენარეულ ზეთებს, კაფსულებს, ტაბლეტებს(მათ შორის შუშხუნა ტაბლეტებს) მალამოებს, თვალის წვეთებს, ემპლასტროებს და მცენარეულ სუბსტანციებს.

 

   ნეოფარმი ძირითადად ორიენტირებულია მეცნიერულ კვლევებს დაფუძნებული ინოვაციური, სამამულო სამკუნალო საშუალებების შექმნასა და წარმოებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ნეოფარმის პროდუქციაში შენარჩუნებულია ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა ჰარმონია ნატიურ მდგომარეობაში.  

 

   ნეოფარმი მყარი სანედლეულო ბაზის შექმნისათვის წარმატებულად ახორციელებს პროექტებს საქართველოს მთიან, ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში სამკურნალო მცენარეთა კულტურაში მოყვანისა და სამრეწველო პლანტაციების შექმნის მიზნით. 

 

   ნეოფარმი ნაბიჯ-ნაბიჯ სტაბილურად ვითარდება. განვითარების გარანტი კი ნეფარმის მაღალი კვალიფიკაციის კადრი და დამფუძნებელთა სამეცნიერო პოტენციალია. 

 

"ნეოფარმი - თქვენი ჯანმრთელობისთვის"



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved