მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ფლუკონაზოლი ნეო 50მგ #10 კაფს

ანტიმიკოზური საშუალება


წამლის ფორმა: კაფსულები.

•   400მგ, შემდეგ - 200მგ ყოველდღიურად. ხოლო არასათანადო კლინიკური ეფექტის მიღების შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა გაიზარდოს 400მგ-მდე დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე.
• ოროფარინგეალური კანდიდოზი: ინიშნება 50-100მგ 1-ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში. იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში საჭიროა უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
• შიდსით დაავადებულებში ოროფარინგეალური კანდიდოზის პროფილაქტიკა: პირველადი მკურნალობის მთლიანი კურსის ჩამთავრების შემდეგ, 100-150 მგ 1-ჯერ კვირაში.
• პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (დაკავშირებული კბილების პროთეზის ტარებასთან): ინიშნება 50მგ/დღეში 14 დღის განმავლობაში, პარალელურად უნდა ხორციელდებოდეს კბილის პროთეზის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით.
• ეზოფაგეალური კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონური ინფექციები, კანდიდურია, ლორწოვანის არავაგინალური კანდიდოზები: 50-100 მგ/დღეში 14 - 30 დღის განმავლობაში.
• ვაგინალური კანდიდოზი: ერთჯერადად 150მგ.
• ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა რეციდივების შემცირების მიზნით: 150მგ თვეში 1-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია - 4-12 თვე ან მეტი.
• ბალანიტი: 150 მგ ერთჯერადად.
• კანდიდოზის პროფილაქტიკა: 50 - 400მგ ერთჯერადად სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის ხარისხის შესაბამისად. გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, მოსალოდნელი ან უკვე ხანგრძლივად არსებული ნეიტროპენიის დროს: დღიური დოზაა 400მგ. მკურნალობა იწყება მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე რამოდენიმე დღით ადრე, გრძელდება ნეიტროფილების რაოდენობის 1000/მკლ-მდე გაზრდამდე და ამის შემდეგ კიდევ 7 დღის განმავლობაში.
• კანის კანდიდოზები და მიკოზები, მათს შორის, ტერფის, კანის, საზარდულის: 150მგ 1-ჯერ კვირაში ან 50მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. ტერფის მიკოზების დროს მკურნალობის გაგრძელება სასურველია 6 კვირამდე.
• მქერცლავი ლიქენი: 300მგ 1-ჯერ კვირაში 2-3 კვირის მანძილზე. ზოგიერთი პაციენტისთვის საკმარისია 300-400მგ ერთჯერადი დოზა. მკურნალობის ალტერნატიული სქემაა: 50მგ/დღეში 2-4 კვირის მანძილზე.
• ონიქომიკოზი: 150მგ 1-ჯერ კვირაში. მკურნალობა გრძელდება არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე. ჩვეულებრივ, ხელის თითებზე ფრჩხილების განახლებას სჭირდება 3-6 თვე, ხოლო ფეხის თითებზე - 6-12 თვე.
• ღრმა ენდემური მიკოზები: 200 - 400მგ/დღეში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 2 წლამდე. თერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია: კოქციდიომიკოზისას შეიძლება შეადგენდეს 11-24 თვეს, პარაკოქციდიომიკოზისას - 2-17 თვეს, სპოროტრიქოზის დროს - 1-16 თვეს და ჰისტოპლაზმოზის დროს - 3-17 თვეს.
ბავშვებში: დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კლინიკო-მიკოლოგიურ ეფექტებზე. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილთა დოზას. მიიღება ყოველდღიურად 1-ჯერ დღეში.
• ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: რეკომენდებული დოზაა 3მგ/კგ დღე-ღამეში. წონასწორული  კონცენტრაციის უფრო სწრაფად მიღწევის მიზნით პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს დარტყმითი დოზა - 6 მგ/კგ-ზე.
• გენერალიზებული კანდიდოზი და კრიპტოკოკური ინფექცია: 6-12მგ/კგ დაავადების სიმძიმის მიხედვით.
• სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებში, ნეიტროპენიის განვითარებით, რომელნიც იტარებენ ციტოტოქსიურ ქიმიურ ან სხივურ თერაპიას: 3-12 მგ/კგ დღე-ღამეში.
• თირკმლის უკმარისობის დროს ფლუკონაზოლის დოზა მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის შესაბამისად.
ხანდაზმულებში:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში ინიშნება ჩვეულებრივი დოზირებით.
თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 50მლ/წთ-ზე ნაკლები) საჭიროა დოზის კორექცია: ერთჯერადად დანიშვნისას დოზა არ მცირდება, ხოლო განმეორებითი დანიშვნისას თავიდან ინიშნება დარტყმითი დოზა 50მგ-დან 400მგ-მდე. თუ კრეატინინის კლირენსი 50მლ/წთ-ზე მეტია, ინიშნება ჩვეულებრივი დოზა (რეკომენდებული დოზის 100%). თუ კრეატინინის კლირენსი მერყეობს 11-50მლ/წთ-ის ფარგლებში - ინიშნება რეკომენდებული დოზის 50%. რეგულარულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ, ინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზა.

განსაკუთრებული მითითებები:
ფლუკონაზოლი სიფრთხილით გამოყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
ზედაპირული სოკოვანი ინფექციების მქონე  პაციენტებში გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, რომელიც ფლუკონაზოლის მიღებასთან არის დაკავშირებული, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
გამონაყარის გამოვლენისას ავადმყოფებში ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციებით, ასევე ბულოზური ცვლილებების ან მრავალფორმული ერითემის განვითარებისას ფლუკონაზოლი უნდა მოიხსნას.
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში 1 წლამდე, ხოლო 16 წლამდე - ინიშნება აუცილებლობისას.
სიფრთხილეა საჭირო ფლუკონაზოლის ციზაპრიდთან, ასთემიზოლთან, რიფაბუტინთან და სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლების მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომP450 სისტემით.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მკურნალობის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი აღემატება ნაყოფზე პოტენციურ რისკს.
მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ვარფარინთან და სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა თერაპიული ეფექტი.
ჰიდროქლორთიაზიდთან და სხვა დიურეტიკებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა  ფლუკონაზოლის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.
რიფამპიცინთან ერთად გამოყენება იწვევს AUС-ის შემცირებას 25%-ით და პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდის შემცირებას 20%-ით, ამიტომ ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ რიფამპიცინს, მიზანშეწონილია ფლუკონაზოლის დოზის მომატება.
ფლუკონაზოლის პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინირებამ (ქლორპროპამიდი, გლიბენკამიდი, გლიპიზიდი) შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება.
თეოფილინთან ერთად მიღებისას იზრდება ამ უკანასკნელის ნახევარდაშლის პერიოდი  და მატულობს ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.
ზიდოვუდინთან კომბინაციის შემთხვევაში აღინიშნება ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება, რაც გამოწვეულია მისი გარდაქმნის შემცირებით, ამიტომ  მოსალოდნელია  ზიდოვუდინის  გვერდითი ეფექტების მომატება.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: შესაძლებელია გამოვლინდეს ჰალუცინაციები, პარანოიდული ქცევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა სტაციონარის პირობებში.
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, ამიტომ ფორსირებული დიურეზი იწვევს გაძლიერებულ გამოყოფას. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

გავლენაAავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ფლუკონაზოლი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა:
50მგ-იანი #10 კაფსულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე; 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
150 მგ-იანი #2 კაფსულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე; 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°С ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
¬
აფთიაქიდან გაცემის წესი: 50მგ-იანი კაფსულა- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

 

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved