მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
დინდგელის 30% სპირტიანი ექსტრაქტი

პარასამკურნალო საშუალება


შემადგენლობა 20 მლ-ზე: დინდგელი - 6,0 გ; 80%-იანი ეთილის სპირტი -  20 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
 
ჩვენება:
•    კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები;
•    ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
•    მიკოზი.
•    ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;
•    კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;
•    პროსტატიტი.

უკუჩვენება:
•    ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
•    მწვავე ეგზემა.
                 
მიღების წესი და დოზირება:
კანის საფარის ზედაპირული დაზიანების დროს: ჭრილობაზე ადებენ დინდგელის ექსტრაქტში დასველებულ ტამპონს 1-3-ჯერ დღეში.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს: დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ 1:10-ზე განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით დღეში 2-ჯერ.  ქრონიკული ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: ნუშისებურ ჯირკვლებზე უსვამენ დინდგელის ექსტრაქტს 1-2-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ტონზილიტის დროს: ექსტრაქტს, წყლიანი ხსნარის (1:20 განზავებით) სახით, იყენებენ საინჰალაციოდ _ 1-2 ინჰალაცია დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
ჰაიმორიტის დროს: ატარებენ ღრუების გამორეცხვას 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (დინდგელის ექსტრაქტი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან 1:10 განზავებით).
ფურუნკულოზის დროს: 1:10 განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს.
პაროდონტოზის დროს: დინდგელის ექსტრაქტი ღრმა კიურეტაჟის შემდეგ შეაქვთ პაროდონტულ უბეებში 5 წუთით.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ჭრილობების დროს: დინდგელის ექსტრაქტს (15 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში) იყენებენ გამოსავლებად 4-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
ბრონქიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატიტის დროს: 30-40მლ თბილ წყალში გახსნილი 15-20წვეთი ექსტრაქტი მიიღება დღეში 2-3 ჯერ საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე.
              
გვერდითი მოვლენები: დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები: ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
                                 
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა: 20მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში.
 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი:  შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-57-90, 259-64-46.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved